ტენდენციები თუ გასულ საუკუნეში შეძენილი ,,კარაკული" და ბეწვის საყელოანი პალტო გაქვთ, ეხლა ის დროა, კარადიდან გამოიღოთ. 2015 / 2016 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის პალტოები - 5 ყველაზე პოპულარული ტრენდი 2015, 2 ნოემბერი, 11:07 ![]() 2015-2016 წ. შემოდგომა-ზამთრის სეზონის პალტოები რამოდენიმე ტრენდით არის წარმოდგენილი: მინი, მიდი დამაქსი პალტოები; პალტო სახელოების გარეშე; კარაკული, მბზინავი ქსოვილითა და ბეწვით გაფორმებული პალტოები; სხვადასხვა ფერის ბეწვით აწყობილი პალტოები; მხიარული პრინტები; პალტოები კონტრასტული კვადრატებით და კუბოკრული ქსოვილით; პალტოები დიდი, ზემოდან დაკერებული ჯიბეებით და დიდი საყელოებით; პალტოები ამობურცული ტექსტურიდ ქსოვილით და გეომეტრიული ასიმეტრიით. მოკლედ, ამ და მომდევნო სეზონისთვის შექმნილი პალტოს მოდელები, იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველას შეუძლია სასურველი მოდელის შერჩევა, თავისი გემოვნების გათვალისწინებით. ![]() I. თავისუფალი სტილი და აბსოლუტური მინიმალიზმი დეტალებში, რომელიც მოდაში რამოდენიმე სეზონის წინ შემოვიდა, მაგრამ ჯერ კიდევ პოპულარობის მწვერვალზეა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() II. საყელო: დიდი, ნაკერის გარეშე, ბორტების გაგრძელებაზე; მრავალფენიანი; ბეწვით გაწყობილი — ეს არის 2016 წლის სიახლე და ზამთრის სეზონის პალტოების ყველაზე მოდური ტრენდი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() III. ბეწვით გაფორმება, კიდევ ერთი სიახლე 2016 წლის ტრენდებში და ყურადღება მიაქციეთ, რომ ბეწვით მხოლოდ ერთი დასახელების ნაწილია გაფორმებული: საყელო, სახელო ან პალტოს დანარჩენი ნაწილი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() IV. ბეწვის პალტო იქნება მოდაში 2016 წ. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ბეწვის პალტო იგივე ქურქია, მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავება მაინც არის — რაც უფრო მოკლეა ბეწვი, მით უფრო მეტად ემსგავსება ქურქი პალტოს. ანუ მოდაშია ქურქები, დაბალ ბეწვზე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() V. მოდური ფერები. ამ და მომდევნო სეზონზე მოდაში არის წითელი და ლურჯი ფერები და ამ ფერების ყველა ტონალობა და რა თქმა უნდა, ბევრისთვის საყვარელი ფერადი პრინტები. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 1547 9-ს მოსწონს
|