იარაღი და ტექნიკა მესამე მსოფლიო ომი,რომლის დაწყებასაც წამები დააკლდა და გამარჯვებული არ იარსებებდა ანუ ამერიკელი ოფიცერი,რომელმაც მსოფლიო კატასტროფისგან იხსნა 2015, 29 ოქტომბერი, 19:56 53 წლის შემდეგ აშშ-მ გასაჯაროვდა საიდუმლო მასალები, რომელმაც მსოფლიო ატომური კატასტროფისგან იხსნა კარიბის კრიზისის დროს. (კარიბის კრიზისი (ასევე კუბის კრიზისი, კუბის ქობინთა კრიზისი) 1962 წლის ოქტომბერში იყო აშშ-სა და სსრკ-ს კონფრონტაციის (ცივი ომი) პიკი და ამავე დროს, გარდატეხის წერტილი. ეს იყო მსოფლიო ისტორიული მომენტი, როდესაც ორი ზესახელმწიფო - აშშ და სსრკ - ატომური ესკალაციის ზღვარზე იყო მისული. მსოფლიო ისტორიაში ატომური ომი აქამდე უფრო სავარაუდო არასდროს ყოფილა.) მესამე მსოფლიო ომი, შესაძლოა დაწყებულიყო 1962 წლის 28 ოქტომბერს, სადაც გამარჯვებული არ იარსებებდა, ხოლო დედამიწის მოსახლეობას გლობალური კატასტროფა დაატყდებოდა თავს. ამ დღეს აშშ-ს სარაკეტო ბაზაში, რომელიც იაპონიის კუნძულ ოკინავაზე იყო განლაგებული, მიიღეს ბრძანება გაეშვათ ფრთოსანი რაკეტები Mace B, რომელშიც იყო განლაგებული Mark 28-ის ქობინები, თითოეულის აფეთქების სიმძლავრე 1, 1 მეგატონა ტროტილის ექვივალენტი იყო, ანუ 70-ჯერ უფრო მძლავრი ვიდრე ჰიროსიმაში და ნაკასაკაში ჩამოყრილი ბირთვული ბომბები. რაკეტას შეეძლო დაეფარა 2300 კილომეტრი, ანუ მისწვდებოდა ჰანოის, პეკინს, ფხენიანს და ვლადივოსტოკს. კაპიტანი უილიამ ბასეტი, რომელიც სარაკეტო პულტთან იჯდა, დაეჭვდა ბრძანების კორექტულობაში და ამით გადაარჩინა მსოფლიო ბირთვულ კატასტროფას. 50 წლის წინანდელი ისტორია დაწვრილებით მოუთხრო გამოცემა "Bulletin of the Atomic Scientists"-ს ბასეტის თანამებრძოლმა, პილოტმა ჯონ ბორდნმა, რომელსაც თანხმობა მისცა ინტერვიუზე აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ. კარიბის კრიზისის პერიოდში, 1962 წლის 28 ოქტომბერს, დილით ადრე ოკინავას ბაზაში მოვიდა ბრძანება:გაეშვათ 32 ფრთოსანი რაკეტა. ყოველი ოფიცერი პასუხისმგებელი იყო გაეშვა 4 რაკეტა, რომელთაც სათითაოდ 7 კაციანი ბრიგადა ებარათ.ერთ-ერთ ბრიგადას მეთაურობდა კაპიტანი უილიამ ბასეტი. ამ პერიოდში აშშ-ს სამხედრო ძალები მაქსიმალურ საბრძოლო მზადყოფნაში იყვენენ, ზღვარზე-DEFCON 2(ბირთვული ომის ზღვარზე)..ამ დროს ყოველ წამს უნდა ელოდე ბრძანებას-DEFCON 1, ანუ საბრძოლო მზადყოფნა. საწვრთნელი სამხედრო სწავლების დროს შიფრები მუდმივად მოდიოდა, ბასეტმა გახსნა პირველი და მეორე კონვერტი, სადაც შიფრები დაემთხვა, შემდეგ უკვე გახსნა მესამე საიდუმლო კონვერტი და ნახა, რომ შიფრი კვლავ ემთხვეოდა...ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ ბრძანება საწვრთნელი არ იყო, არამედ საბრძოლო! თუმცა ბასეტმა მაინც გადაწყვიტა, რომ დაეზუსტებინა ცენტრში ბრძანება, იგივე სთხოვა სხვა ოფიცრებსაც, ტელეფონზე საუბრისას მოიტყუა, რომ მეორე კონვერტზე შიფრი არ იკითხებოდა და ამით დრო მოიგო. ამასთანავე ბასეტი იმანაც გააოცა, რომ რაკეტების მიზანი საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ იყო, არა და სავარაუდო მიზანი, სწორედ საბჭოთა კავშირი უნდა ყოფილიყო. კაპიტანმა ისიც იფიქრა, რომ ოკინავა შესაძლოა ყოფილიყო საბჭოთა ბირთვული რაკეტების პირველი მიზანი და ამიტომაც აშშ-ს სამხედრო შტაბიდან მოვიდა მაქსიმალურად სწრაფი ბრძანება, ბასეტმა დროის გამოთვლით ივარაუდა, რომ თუ რუსებს ოკინავაზე თავდასხმა ჰქონდათ ჩაფიქრებული, აქამდე კუნძული ბირთვული მტვერით უნდა ყოფილიყო დაფარული, თუმცა მსგავსი არაფერი ხდებოდა. ბასეტმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა დაკავშირებოდა ბრძანების პუნქტს. თუმცა მოცდა ყველას არ სურდა.ერთ-ერთ სარაკეტო ბრიგადას ხელმძღვანელობდა ლეინტენატი, რომელიც არ აპირებდა ბასეტის "ლაჩრულ ჭოჭმანს" დალოდებოდა, იგი იქვე 30 იარდით იყო დაშორებული, მაშინ ბასეტმა ორ ჯარისკაცს დაავალა მიახლოვებოდნენ ლეინტენატს და ადგილზე დაეხვრიტათ, თუ ოფიციალურ ბრძანება DEFCON 1-ის გარეშე დააპირებდა რაკეტის გაშვებას. ბასეტის ტელეფონზე საუბარი ცალი მხრიდან ესმოდა ჯინ ბორდნს, გაცხარებული ოფიცერი შტაბს სთხოვდა ყველაფერი დაეზუსტებინათ, ან DEFCON 1-ის მდგომარეობაში გადაეყვანათ, ან ბრძანება გაეუქმებინათ...საბოლოოდ ბრძანება გააუქმეს. უილიამ ბასეტი 2011 წელს გარდაიცვალა, ხოლო 4 წლის შემდეგ ეს ისტორია ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვულმა ჯონ ბორდნმა Bulletin of the Atomic Scientists-ის რედაქციას მოთხრო. ფოტოზე:ჯონ ბორდნი(John Bordne, a former member of the 498th Tactical Missile Group of the U.S. Air Force in Okinawa) გამოცემის რედაქციამ მოითხოვა და მას რამდენიმე მეცნიერ- ისტორიკოსიც შეურთდა:დროა აშშ-ს მთავრობამ ყველა დოკუმენტი გამოაქვეყნოს იმის შესახებ, რაც 1962 წლის 28 ოქტომბერს კუნძულ ოკინავაზე მოხდა. 2255 7-ს მოსწონს
|