ილო ბეროშვილის აღმოჩენა-სკანდალური ჟურნალისტი მარიამ ყულიჯანიშვილი. ვის ეკუთვნის შოუმენის გული?!
![ილო ბეროშვილის აღმოჩენა-სკანდალური
ჟურნალისტი მარიამ ყულიჯანიშვილი. ვის
ეკუთვნის შოუმენის გული?! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015102902220920468.jpg)
19 წლის მარიამ ყულიჯანიშვილი საქართველომ მხიარული ვიდეოების წყალობით გაიცნო. მარიამი ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს და 10 წელია მოდელია. მარიამი გადაცემის - "ერთხელ საქართველოში" სკეტჩებშიც მონაწილეობს. გოგონა ტელევიზიაში ილო ბეროშვილის წყალობით მოხვდა. დიახ, ეს ის კაცია, რომელიც გამუდმებით ლაპარაკობს. შოუმენმა ახალგაზრდა გოგონა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო: "ჯერ სურათები "დამილაიქა". არ მეგონა, თუ ნამდვილად ილო იყო - "პატენტი" მეგონა. რამდენჯერმე კაფეში შევხვდით და ისევ ყავა დავლიეთ. ვისაუბრეთ. ლაპარაკისას თქვა, რომ შალვა კასტინგს აწყობდა. დავინტერესდი. ვიფიქრე, - იქნებ, რამე "პრასვეტი" მაქვს-მეთქი... ილომ მიპასუხა, - შალვას შენ შესახებ უკვე ველაპარაკე, გასაკეთებელი გავაკეთე, ხვალ გელოდებაო. პირი ღია დამრჩა... ვკითხე, - "მეკაიფები"-მეთქი? მომკიდა ხელი და მეორე დღეს კასტინგზე მიმიყვანა." მარიამი ამტკიცებს რომ მასსა და ილია ბეროშვილს შორის არაფერი ხდება, მხოლოდ მეგორობენ. მეტიც, მარიამი შეყვარებულია. ის ამჟამად სილამაზის კონკურს "მის საქართველოს" კონკურსანტია.
ილო ბეროშვილი დაქორწინებული გახლდათ ტელეწამყვან ნელი აგირბაზე. სამწუხაროდ ქორწინება არ შედგა. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. ისინი ამ ეტაპზე მეგობრობენ, თუმცა ძველი ურთიერთობის აღდგენასაც არ გამორიცხავენ. "დღემდე ვეუბნები, რომ მიყვარს. სერიოზულ ურთიერთობებს ვერავისთან ვახერხებ, რადგან ჯერ კიდევ ვფიქრობ ნელიზე. სხვებთან ურთიერთობის წამოწყება მიჭირს, რადგან ჩემს გულში მეუღლეს დიდი ადგილი უჭირავს, იმხელა, რომ ოდნავ სერიოზული ურთიერთობისთისაც კი ადგლი არ არსებობს"-გვიამბობდა ილო.![ილო ბეროშვილის აღმოჩენა-სკანდალური
ჟურნალისტი მარიამ ყულიჯანიშვილი. ვის
ეკუთვნის შოუმენის გული?! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015102902223020468.jpg)
![ილო ბეროშვილის აღმოჩენა-სკანდალური
ჟურნალისტი მარიამ ყულიჯანიშვილი. ვის
ეკუთვნის შოუმენის გული?! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015102902225020468.jpg)
![ილო ბეროშვილის აღმოჩენა-სკანდალური
ჟურნალისტი მარიამ ყულიჯანიშვილი. ვის
ეკუთვნის შოუმენის გული?! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015102902230620468.jpg)