x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მათ საკუთარი სიკვდილი ვიდეოზე აღბეჭდეს(ვიდეო)
imageვიდეოზე აღბეჭდილია ორი ინგლისელი ახალგაზრდის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები-მაიკლ ოუენისა და კაილ კაირფორდის.


ჩვეულებრივ მსგავს ვიდეოებს ფართო საზოგადოებას არ აჩვენებენ, თუმცა გარდაცვლილი ბიჭების მშობლებს სურთ, რომ ვიდეო რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს.


ამა წლის აპრილში ორი მეგობარი ქალაქ კროუბოროს ქუჩებში(სუსეკის საგრაფო) ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, კაილი საჭესთან იჯდა, ხოლო მაიკლი მობილურით ვიდეოს იღებდა, ბიჭებმა სიჩქარეს მოუმატეს, მაიკლის ერთ-ერთი უკანასკნელი სიტყვა იყო:"ბიჭო სიჩქარეს უნდო მოუკლო, უკვე საათში 90 მილს გადასცდა..", რამდენიმე წამში კაილმა მოსახვევში ვეღარ დაიმორჩილა საჭე და ეკლესიის ქვის ღობეს შეასკდა.

image


საქმე იმაშია, რომ ავარიის შემდგომ ტელეფონი აგრძელებდა ვიდეოს გადაღება, მალევე ისმის ქალის აღელევებული ხმა, რომელიც პირველი მივიდა მანქანასთან დასახმარებლად და კითხულობს: გესმით ჩემი?..თუმცა მაიკლი და კაილი მყისიერად გარდაიცვალნენ.


სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ მათ სისხლში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინა, აღსანიშნავია, რომ კაილის მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა.

image

6 თვის შემდეგ გარდაცვლილი ბიჭების მშობლებმა გადაწყვიტეს ვიდეო გამოექვეყნებინათ."მე ვიცი, რომ ჩემი შვილი აღარასდროს დამიბრუნდება და შეცდომასაც ვერავინ გამოასწორებს, მაგრამ მინდა ეს ვიდეო სხვებმა ნახონ და იქნებ ანალოგიური უგნური საქციელი არ ჩაიდინონ"-აცხადებს მაიკლის დედა კეტ ოუენი.


ვიდეო 12 ოქტომბერს დაიდო you tube-ზე და უკვე 11 მილიონი ნახვა აქვს.

0
274
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0