x
image
K.P.
მერსი: "ცოცხით ფიზიკურად გაუპატიურება წარმოუდგენელია! ცოცხით მოსულს ისევე ცოცხი წაიყვანსო"
image
მერსი სულხანიშვილი მოდის ბლოგერი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გახლავთ. ბევრი შრომის მიუხედავად პოპულარობა ვერ მოიპოვა, სანამ გადაცემა "პროფილს" გამჭვირვალე მაისურით არ ესტუმრა. პოპულარობამაც არ დააყოვნა, დღეს მერსის მთელი საქართველო იცნობს. "პოპულარული და წარმატებული ჩემს სფეროში აქამდეც ვიყავი, უბრალოდ ახლა ჩემი პოპულარობა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე" გაიზარდაო"-
გვიმტკიცებდა მერსი. პროფილის გარდა მან მკერდი კიდევ არაერთ გადაცემაში მოიშიშვლა. ამტკიცებს, რომ სკანდალებს სულაც არ ეძებს და მეტიც, მისი ერთადერთი მიზანია ლამაზად და მოდურად გამოიყურებოდეს.

მერსი ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი განცხადებები ცალსახად მიგვანიშნებს, რომ ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. მერსის მტკიცებით რამდენიმე წლის წინ გაშუქებული ციხის კადრები ცალსახად დადგმულია: "გამოდით მეგობრებო დაგთვლით ვინც არ მიჯერებდით როდესაც ამ თემაზე საუბარი იწყებოდა, რომ ცოცხით ფიზიკურად გაუპატიურება წარმოუდგენელია, შეუძლებელია!"

"რა საინტერესოა ცხოვრება ... "ცოცხით მოსულს ისევე ცოცხი წაიყვანსო." ხალხური"-დასძენს მერსი. image

ის უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ "კასრების" კადრებსაც ეხმაურება: "პორნო სოცქსელის ნოველების გამოქვეყნებით არ დაიღალეთ?


უკვე მარაზმშია გადაზრდილი ყოველივე. შეიძლება ამ აზრის გამო ბევრმა გამაკრიტიკოს მარა მაინც ვიტყვი მსგავსი ვიდეოს გადაღება ნებისმიერს შეუძლია კარგი იქნება სზოგადოება კარგად თუ დაფიქრდება და მივა დასკვნამდე რას და ვის მიერ დადგმულია პორნო შოუები ვფიქრობ დროა!"image

2
580
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
580
  
2015, 26 ოქტომბერი, 11:19
ჩაითრიეს ეს სატკივარი პოლიტიკაში როგორც ჩანს
2015, 26 ოქტომბერი, 9:44
აჰა აგერ ექსპერტის დასკვნაც
0 1 2