საქართველო "უნიჭოები ხართ! საცოდავები! პროვოკატორები, გამყალბებლები"-ლადო ბედუკაძე ეკა კვესიტაძეს 2015, 26 ოქტომბერი, 2:43 ლადო ბედუკაძე ეკა კვესიტაძის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებს" ეხმაურება. "ძალიან, ძალიან უნიჭოები ხართ! საცოდავები! უნიჭო პროვოკატორები, გამყალბებლები.. საზიზღარი ბედუკაძე - ცემს, აწამებს, დასცინის, ხმა ისმის... ერთი კადრი მაინც დაგედოთ ცემის, გაგიჭირდათ? გგონიათ სასამართლოს მივმართავ ამ სიყალბისთვის? ამ სამი წლის მანძილზე ათასნაირ პროვოკატორ, ე.წ. ჟურნალისტს და მათ მსგავს არსებას გადავაწყდი... მოდით, დეტალურად განვიხილოთ ეს "აქამდე უცნობი" ვიდეომასალა... დავიწოთ, იმით, თუ როგორ სპეციალურად ვაწამებდი, ვცემდი, ვაუპატიურებდი და ვდგამდი ასეთ მასალებს.. ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორც წამყვანი ამბობს, როგორ ვუტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს... ისმის მხოლოდ ჩემი ხმა, ან შეიძლება არც ჩემი.. წესია, მაინც მრავლაფეროვნებისთვის კადრში რამედენიმე, განსხვავებული ხმის შემოყავანა ... თურმე, ნუ იტყვი, "ნაციონალური მოძრაობის" ანკარა წყაროსთვის ჩემი და ქალბატონ ჯღარკავას "მიმოწერა" კარდინალურად განსხვავდება უკრაინული "ვიკილქსისგან" და უკიდურესად (!) სარწმუნოდ გამოიყურება. მერაბიშვილის მარჯვენა ხელის მეუღლის, კვესიტაძის დასკვნით, თურმე ლადო ბედუკაძე, გახლდათ ყველა ამ დადგმის ორგანიზატორი და შემსრულებელი. ეს საზიზღარი ბედუკაძე მონაწილობდა პატიმრების ცემაში, წამებაში და უტეხდა სახელს უმანკო "ნაციონალურ ერთობას"! აქ ახალი არაფერი გითქვამთ, ეს იგივეა რაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის 2012 წლის "დასკვნა" ე.წ. "ციხის კადრების" შესახებ - ბედუკაძე თვითონაა რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი და შემსრულებელიც და თუმრე, თავად მე-9 არხიც კი, ბედუკაძის ბინძური ფილმის გასაშვებად შექმნილა.. ქალბატონმა კვესიტაძემ მრავალ სხვათა და სხვათა, ჟურნალისტიკას მიტმასნილ ბიომასებთან ერთად, ბევრი იშრომა, იწვალა, ჭრა, კერა და აწება ფირები ერთმანეთს, თუმცა, ამაოდ... პროკურატურამ რვა თვიანი გამოძიების შედეგად დაამუშავა მთელი ის მასალა, რაც შეეხებოდა ე.წ. ციხის თემატიკას, სრული მასალა, რაც შეეწხებოდა ე.წ. ციხის კადრების საქმეს. მინდა გაგაწბილოთ, ჩემო კარგებო, ტყუილად გაისარჯეთ და სიხარულით ახორხოზდით.. თუმცა, თქვენ, დარმუნებული არ ხართ, პროკურატურის მიუკერძოებლობაში, მაგრამ მთავარი ხომ ბრალდებაა, ეს წმინდა წყლის კომუნისტური მეთოდი - შენ დააბრალე და მერე იმან თავი იმართლოს... ბიძინაზე არ მითქვამს, მართლა, მსგავსი უწმაწური რამ, მაგარმ აი, თქვენს ტელევიზიაზე კი ვიტყვი - თქვენ მართლა შიგ ხომ არ გაქვთ? მეგობრებო გაფრთხილებთ - ერთმანეთს არ გადაუზიაროთ ეს ამბავი, რომ გასკდეს, ნაცხროვა ციხეებიდან თავს არ გამოგვაყოფინებს... ერთს ვიტყვი მხოლოდ დამატებით, რაც არ უნდა სიბინძურე წეროთ, რაც არ უნდა ჭრათ და კეროთ, ვერაფერს ვერ დამაკლებთ. ამით გინოდათ ხვალ ხალხის გაყვანა? საცოდავებო!!"-წერს ბედუკაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ რომ, "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული გადაცემა ციხის კადრების გაყალბებაზე მიგვანიშნებს. 672 3-ს მოსწონს 1-ს არა
|