x
image
K.P.
"იმედი მაქვს არაფერი მოგივა "შემთხვევით", თავს გაუფრთხილდი"-სკანდალური გადაცემის შემდგომ ელისო კილაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება?
image
რამდენიმე საათის წინ გადაცემა "განსხვავებული აქცენტები" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა. "როგორ იდგმებოდა ციხის კადრები"-თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "საბოლოო ჯამში თუ ბოლომდე ნახავს მაყურებელი, ამ ვიდეოკადრებიდან ირკვევა, რომ ეს ცოცხების კადრები არის დადგმული. ეს არიან ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები და შემდგომ კადრებში ჩანს, რომ პირი, რომელსაც ეუბნებიან, რომ ცოცხი აქვს და ქურდია და ა.შ., რეალურად გახლავთ ფსიქიურად დაავადებული პიროვნება. შემდგომ კადრებში ჩანს, როგორ გაჰყავთ ის სხვა საკანში, როგორ მიდის მისი დაცინვა მათ შორის პატიმრების და მათ შორის ციხის თანამშრომლების მხრიდან. ნაწამები ის არ არის, ეს რეალურად ჩანს კადრებში და არც ცოცხით არ არის გაუპატიურებული"-განაცხადა ელისო კილაძემ.

ამ ყველაფერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება. ის ელისო კილაძეს მიმართავს: "იმედი მაქვს არაფერი მოგივა "შემთხვევით". ვუყურე ეკა კვესიტაძის გადაცემას და მივხვდი, რომ ბიძინას ძალიან უშლი უკვე ნერვებს. თავს გაუფრთხილდი."

"იმედი მაქვს არც ისე სულელები არიან"-დასძენს კილაძე.

ელისო კილაძე სოციალური ქსელის მეშვეობით რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტსაც იხსენებს: "დიდხანს ვფიქრობდი ეს უნდა დამეწერა თუ არა, ბოლოს მაინც გადავწყვიტე დავწერო:


სამი დღის წინ რედაქციაში ბიძინა ივანიშვილის დესპანი მეწვია-მან მითხრა, რომ "მოქალაქე"დიდ პატივს მცემს, ყოველ სამშაბათს "ქრონიკა+"-ით იწყებს, მაგრამ თხოვნაა, რუსთავი 2-ის დაცვას თავი დავანებო და თურმე მას ასევე არ სიამოვნებს, როცა საჯაროდ ვამტკიცებ გელა ხვედელიძის უდანაშაულობას.დამპირდა, რომ მექნებოდა ბევრი სიკეთე, სკანდალური მასალების ჩათვლით.

ჩემი პასუხი იყო არა !

ახლაც, საჯაროდ ვეუბნები მას და მის მონებს-არავის კარნახით ცხოვრებას არ ვაპირებ. რუსთავი 2-ის დაცვასაც განვაგრძობ და გელა ხვედელიძის უდანაშაულობასაც ბოლომდე დავამტკიცებ.

p.s.ბატონო ბიძინა, რაც მალე მიხედავთ მებაღეობას, მით უკეთესი. საყვარელი დეიდაშვილი მომიკითხეთ"

0
498
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
498
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0