საზოგადოება რუსკა მაყაშვილი დაინიშნა. 2015, 25 ოქტომბერი, 19:31 ყველაზე პოზიტიური, მხიარული და საყვარელი მსახიობი და წამყვანი რუსკა მაყაშვილი დაინიშნა. რამდენიმე საათის წინ თავისი ნიშნობის შესახებ თვითონ რუსკა მაყაშვილმა დაპოსტა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე. მეგობრები ულოცავენ რუსკას და სანდროს გაბედნიერებას. ასევე ინფორმაციას და ფოტოს, რომელზეც რუსკას ნიშნობის ბეჭედი აქვს გაკეთებული, სატელევიზიო ტელეშოუს "ნიჭიერის" ოფიციალური გვერდიც ავრცელებს და ულოცავს წყვილს. "ესეთი სასიხარულო ამბავი გვაქვს, ჩვენი ჟიურის ყველაზე მხიარულ წევრს, გუშინ ნიშნობა ჰქონდა... გილოცავთ, რუსკა!" როგორც მოგეხსენებათ, წელს "ნიჭიერის" ოთხ უცვლელ ჟიურის წევრთან-ნანუკა ჟორჟოლიანთან, ია ფარულავასთან, ნიკა გვარამიასა და ჭოლასთან ერთად, მეხუთე ჟიურის წევრი რუსკა მაყაშვილიც ეყოლება და ისინი ერთად შეეცდებიან აღმოაჩინონ ახალი ნიჭიერი. რუსკას პირველი შეყვარებული, ცნობილი ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი, გიორგი ყიფიანი იყო. არავის ეგონა, რომ ეს ლამაზი წყვილი დაშორდებოდა ერთამნეთს, მაგრამ მათი რამდენიმე წლიანი სასიყვარულო რომანი საბოლოოდ დასრულდა. უკვე ორი წელია, რაც რუსკას რჩეული ცნობილი რაგბისტი სანდრო ნიჟარაძეა. წყვილი პირადი ცხოვრების შესახებ არ საუბრობდა და ინტერვიუსაც კი არ იძლეოდნენ. ახლა კი ისინი უკვე დაინიშნენ. ვულოცავთ, ბედნიერი ყოფილიყოს რუსკა თავის საყვარელ ადამიანთან ერთად! ახლა კი გთავაზობთ, შეყვარებული წყვილის, რუსკა მაყაშვილისა და სანდრო ნიჟარაძის ფოტოებს: 164 1-ს მოსწონს 1-ს არა
|