x
image
jango
თიკა ფაცაცია ვანიკოზე ეჭვიანობს

imageწარსულში მოდელი, ახლა კი მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაციაცია და უნიჭიერესი შოუმენი ვანიკო თარხნიშვილი ნიჭიერმა ძაალიან დაახლოვა ერთმანეთს, მოკლედ ერთმანეთი აპოვნინა. მართლაც ამ წყვილთა დუეტი ყველაზე საუკეთესოა ტელეწამყვანთა დუეტებს შორის. თიკას და ვანიკოს შორის მუდამ
ჰარმონიული ურთიერთობა იგრძნობა, რაც ტელემაყურებელს ძალიან მოსწონს და დადებით განწყობაზე აყენებს. როგორც თიკა და ვანიკო ამბობენ ისინი ყველაფერში უგებენ და ეხმარებიან ერთმანეთს. რაც ყველაზე მთავარია ისინი ერთმანეთს 100%-ით ენდობიან. ყოფილა შემთხვევები, როცა მაგალითად თიკას ფეხი გადაბრუნებია და ვანიკოს უშველია, ან პირიქით ვანიკოს დასჭირვებია
დახმარება და თიკა ადგილზე აღმოჩენილა. ერთი სიტყვით ეს ორი ადამიანი ძალიან კარგად ეწყობა ერთმანეთს და მაყურებელთა დიდ სიყვარულს და მოწონებას იმსახურებენ.იყო დროც როცა თიკა ვანიკოზე ეჭვიანობდა. ეს ის დრო იყო როცა გადაცემა
''ბრავოშო'' ვანიკოს მეწყვილა ულამაზესი რუსა ჩაჩუა იყო. როგორც თიკა ამბობს, ვანიკოზე მართლაც ეჭვიანობდა როცა მის გვერდით მის მაგივრად სხვა ქალი იდგა, მიუხედავად ამისა ყოველთვის ურჩევდა რაღაცეებს. ვანიკოს თქმით თიკა მისი მეწყვილე არ იყო, მაგრამ ყოველთვის მის გვერდით იყო და ეხმარებოდა. ვანიკოს და თიკას წყვილს სხვა უამრავი შემოთავაზებაც ჰქონია. რამდენიმე კონცერტიც აქვთ წაყვანილი ერთად.ვანიკოს ბევრჯერ მოუწია ატირებული თიკას დამშვიდება. როგორც ხედავთ თიკა თითქმის ნიჭიერის ყველა გადაცემაში ტირის, რადგან ძალიან გულჩვილია. ბავშვობაშიც ასე იყო, მუდამ პატარა რამეზე უჩუყდებოდა გული. ერთი სიტყვით
ვანიკო და თიკა შესანიშნავი წყვილია და შესანიშნავად აკეთებენ საკუთარ საქმეს.

1
147
6-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
147
  
2012, 27 მაისი, 1:53
ტინგიცობენ და ტუტუცობენ,ესაა წამყვანობა?არააა:(((ვანიკო კიდე ხო,რაღაც უხდება და ფაცაციას საერთოდ არა.მეზარება ეგ გოგო:((
0 1 1