x
image
ვიზა კოხაძე
ექსკლუზივი: შორენა ბეგაშვილმა საკუთარი ტანსაცმლის ხაზის წარმოება დაიწყო
imageყველაზე ლამაზმა ქართველმა ტელეწამყვანმა, მოდელმა და მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა ყველაზე კარგად იცის, რა ჭირდებათ ქალებს იმისათვის, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ. შორენა ბეგაშვილმა საკუთარი ტანსაცმლის ხაზის წარმოება დაიწყო. ბუტიკ 9ბ - ში მსახიობისა და ტელეწამყვანის "შორენას' დიზაინით შექმნილი მოსასხამების შემოდგომა - ზამთრის კოლექციის საინტერესო არჩევანია, რაზეც მსახიობის მიერ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოებიც ადასტურებს.

ცოტა რამ ყველაზე ლამაზი ქართველი მსახიობის პირადი ცხოვრებიდან: საზოგადოებამ ის რამდენიმე წლის წინ ბაგრატიონთან გახმაურებული სკანდალური სიყვარულის ისტორიით გაიცნო, რომელთანაც მას ხანმოკლე ურთიერთობა აკავშირებდა. ამას მოჰყვა ასევე სკანდალური ტელეგადაცემა.შეგახსენებთ, რომ ის დაქორწინებული იყო ბიზნესმენ დავით ბარბაქაძეზე, მაგრამ 17 წლის ასაკში შექმნილმა ოჯახმა ცხოვრებისეულ სირთულეებს ვერ გაუძლო და დღეს მსახიობს უმშვენიერესი და უსაყვარლესი 13 წლის ევა ჰყავს, რომელსაც საკუთარი ცხოვრების ერთადერთ აზრს უწოდებს: - " "ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების აზრია და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ. ერთად დავდივართ მაღაზიებში, ვასეირნებთ ძაღლებს, ვსაუბრობთ. ვცდილობ, მივცე ქალური რჩევები და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გავუზიარო"-გვიამბობს შორენა.

რაც არ უნდა ვთქვათ, შორენა ბეგაშვილმა ქართულ საზოგადოებას მართლაც ძალიან შეაყვარა თავი და ის დღეს ერთ - ერთ ლამაზ, მიმზიდველ და სასურველ ქართველ ლამაზმანად ითვლება.გთავაზობთ ფოტოებს შორენა ბეგშვილის ფეისბუქიდან:

imageimageimageimageimageimageimageახალგაზრდა მსახიობისა და ტელეწამყვანის ცხოვრებისეული ისტორია იმის თქმის საშუალებას ნამდვილად იძლევა, რომ შორენა ბეგაშვილი თავდაჯერებული, მიზანდასახული და ინტერესიანი ქალბატონია.


P. S.გულრწფელად მინდა წარმატებები ვუსურვო შორენა ბეგაშვილს როგორც საზოგადოებრივ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში.







1
597
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
597
  
2015, 25 ოქტომბერი, 0:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1