სხვა ბარსელონას ღირსშესანიშნაობები... 2012, 26 მაისი, 17:07 ალბათ ამ ქალაქის სახელწოდება უპირველეს ყოვლისა ფეხბურთს გახსენებთ. თუმცა, ბარსელონა ცნობილია არამარტო ფეხბურთით, არამედ თავისი სიდიდით, ურბანული არეალითა და მრავალი ღირსშესანიშნაობებით.ამავე დროს ის ევროპის უდიდესი მეტროპოლისია ხმელთაშუა ზღვაზე.შესაძლოა ითქვას, რომ იგი მთავარი კომპონენტია ბარსელონის ადმინისტრაციულ არეალში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მდინარეების-ლობრეგატისა და ბესოსის შესართავებს შორის.
რაც შეეხება მის ისტორიას, ის რომაელებმა დაარსეს.თუმცა შემდეგში ბარსელონის საგრაფოს დედაქალაქი გახდა.მიუხედავად მრავალი მტრისა და მძიმე წარსულისა,
ბარსელონას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია. ის
მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილია. ბარსელონა
მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკური, საგამოფენო და კულტურულ-სპორტული ცენტრია. მისი ასეთი გავლენა მას მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გლობალური ქალაქის სტატუსს უმყარებს. ქალაქი ასევე ამაყობს ფართო ავტოსტრადების ქსელით და წარმოადგენს მაღალსიჩქარიანი რკინიგზის კვანძს, რომელიც ესპანეთს საფრანგეთთან და დანარჩენ ევროპასთან აკავშირებს.ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი სტუმრით ბარსელონა მე-16 ყველაზე მონახულებადი ქალაქია მსოფლიოში და მე-4 ევროპაში. მას აგრეთვე მიენიჭა ევროპის მეოთხე საუკეთესო ბიზნეს-ქალაქისა და ყველაზე სწრაფად გაუმჯობესებადი ევროპული ქალაქის სტატუსი. ღირსშესანიშნაობები: ბრსელონის ძველი ქალაქის ცენტრია ბარი-გოტიკი. მრავალი შენობა შუა საუკუნეებით თარიღდება.განსაკუთრებით აღსანიშნავია არქიტექტორ ანტონიო გაუდის ქმნილებები. მისი საქვეყნოდ განთქმული ნამუშევარია უზარმაზარი, მაგრამ ბოლომდე დაუმთავრებელი ეკლესია საგრადა ფამილია.2007 წლის გათვლებით მისი მშენებლობა 2026წელს უნდა დასრულდეს. მუზეუმი: ბარსელონა მუზეუმების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რომლებიც სხვადასხვა ადგილებშია განლაგებული და სხვადასხვა პერიოდებს მიეკუთვნება. თუმცა კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი გამორჩეულია თავისი სილამაზით.ის აღსანიშნავია დახვეწილი რომანული ხელოვნების ნიმუშებით. 1856 4-ს მოსწონს
|