ულამაზესი მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია დიდი ხანია რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. წარსულში მოდელი, ახლა კი მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაციაცია ყველას ძალიან უყვარს, მაგრამ იმ დროიდან, როცა თიკა ნიჭიერის წამყვანი
გახდა მაყურებელმა უფრო მეტად შეიყვარა. თიკასგან მაყურებელი უამრავ დადებით ენერგიას იღებს და ადმიანს კარგ განწყობაზე აყენებს. თიკა მუდამ მხიარულია და ძალიან გულჩვილი. თიკას არაერთ გადაცემაში მოუწია წამყვანის ამპლუაში გამოსვლა, მაგრამ ''ნიჭიერში'' მან სულ სხვა სიმაღლეებს მიაღწია. მას უამრავი ადამიანი იცნობს და უყვართ იგი. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თიკა ძალიან მხიარული, გულჩვილი და ამასთან ერთად ძალიან ემოციური ადამიანია. თიკა თავის ემოციებს ყოველთვის უზიარებს მაყურებელს. რაც შეეხება მის გულჩვილობას შეუძლია მცირე დეტალზე ატირდეს. როგორც თვითონ ამბობს ძალიან რომანტიკული ადამიანია, ძალიან უყვარს მოგზაურობა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი
და საინტერესო ადგილების აღმოჩენა. უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი
მაგრამ, მისთვის საინტერესო ჯერ კიდევ წინაა. თიკას დიდი ოცნებაა კრუიზში წასვლა, რომელც ჯერ არ აუსრულებია. იგი ოცნებობს გემით იმოგზაურს ზღვაში, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში ჩერდება. არასოდეს უმოგზაურია გემით, შესაბამისად არასოდეს გაუტარებია კაიუტაში ღამე. იცის რომ კრუიზში საოცრად ფეშენებელურიგემები დადიან, ღამის კლუბებით, რესტორნებით, საცურაო აუზებით,
კაზინოებითდა ასე შემდეგ. უამრავ ქალაქში ჩერდებიან და შეგიძლია გადახვიდე დათვალიერო და ძალიან გაერთო.თიკა ფაცაციამ თავისი ერთი დღეც აგვიღწერა: პირველ რიგში ვარ მეუღლე, დედა. მიუხედავად ჩემი პროფესიისა სახლში ყველაფერის გაკეთებას ვასწრებ, ვაუთოებ, ვრეცხავ სახლს ვალაგებ და ა.შ. შემდეგ მივდივარ სამსახურში და ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ასეთია ჩემი ერთი დღე.