საზოგადოება "როგორც კი სხვისი სექსის ყურებას თავს დავანებებთ და საკუთარით დავკავდებით, გვეშველება..."-ნანუკა ჟორჟოლიანი. ჟურნალისტი გამოსაძიებელი საქმეების სიას აქვეყნებს. 2015, 23 ოქტომბერი, 12:16 ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, როგორც ყოველთვის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე". მითუმეტეს ახლა, როცა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ დიდი სკანდალია აგორებული. იგი, როგორც ყოველთვის სტატუსებს მთავრობის საწინააღმდგოდ წერს. მისი ბოლო სტატუსი სათვალთვალო ვიდეოკამერებს ეხება: "როგორც კი სხვისი სექსის ყურებას თავს დავანებებთ და საკუთარით დავკავდებით, გვეშველება... დამიჯერეთ, ესაა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. წავედი დავიძინე... რთული დღე იყო." ნანუკას სტატუს მოწინააღმდეგი გამოუჩნდა: "ნანუკა რატომ გავიწყდება, რომ ამით შენი საყვარელი მეუღლე და ძვირფასი ნაც. მოძრაობა იყო დაკავებული. გულში ჩაიხედე, შენ ხომ ბევრზე უკეთ იცი რაც ხდებოდა!" უმრავლესობა კი ხუმრობის ხასიათზე მოვიდა: " უსექსობა დიდ ქალაქში..." " ეეე, საკუთარი რომ ვერ ააქვთ, იმიტომაც დახამდნენ სხვისაზე..." " ისე, თუ თავისი არ შეუძლია უყუროს სხვისას!!! აბა რაღაც ხომ უნდა აკეთოს! "დღეს რაც ადა მარშანიამ ჩაიდინა, უსექსობის ბრალია, აბა რა ჯანდაბის..." ასევე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოსაძიებელი საქმეების სიას აქვეყნებს: "გამოსაძიებელი საქმეები. დავიწყებ რითიც ხელისუფლებაში მოვიდნენ. 1. რაფალიანცის მკვლელობა; 2. ჟვანიას საქმე; 3. ციხის კადრები; 4.ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა; 5. თათუხაშვილის შვილის მკვლელობა; 6. ხარძიანის მკვლელობა; 7. რუსთავი 2-ში აღმოჩენილი კამერები; 8. კორტავას საქმე; 9. ოპონენტების ცემა (ნუგზარ წიკლაური, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მამუკა ხერხეულიძე, ნოდარ ლადარია). მალე დაემატება ნიკა გვარამიას შანტაჟი." 421 2-ს მოსწონს
|