x
image
K.P.
"ბიძინა იქნებოდა სოფლის გმირი, ლალი მოროშკინა ცხოვრებით კმაყოფილი პორ*სტარი"
image
ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დიდი გამომაურება მოჰყვა. გავრცელებულ კასრების კადრებს, "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესი დაერთო, ნაცონალური მოძრაობის ოფისებს ღამით თავს დაესხნენ და წითელი საღებავები დაუშინეს, დაარბიეს პრეზიდენტის ბიბლიოთეკა თბილისში. ქვეყანაში ვითარება საკმაოდ მძიმეა და ხალხიც შეშფოთებულია.

''ნორმალური" ქვეყანა რომ ვყოფილიყავით:

1. ლალი მოროშკინა იქნებოდა ცხოვრებით კმაყოფილი პორნოსტარი, რომელიც საახალწლოდ ჰოვარდ სტერნის რადიოშოუში ეძრობა სნეგუროჩკას ფორმაში;

2. რეზო ამაშუკელი იქნებოდა ყოფილი ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელიც ბიჭების გასახდელის თვალთვალზე გამოიჭირეს, გააგდეს და ახლა "კალონკის" გვერდზე მოტელის დარაჯად მუშაობს;


3. ქეთი დოლიძე იქნებოდა ტელემაღაზიის დილერი, რომელიც მეზობელ ქალებს იტალიური ჟღერადობის ჩინური ბრენდის იაფ კოლგოტებს აჩეჩებს ძვირად;

4. შალვა რამიშვილი იქნებოდა ყოფილი ტელევანგელისტი, რომელიც გლობალური დათბობის ტრენდს დააჯდა, მილიონიანი გრანტი დაითრია "კლიმატის ცვლილებების ცნობიერების გაზრდის" პროგრამის ფარგლებში და "პაპალამ" გატეხა მაყუთი გვინეა-ბისაუს მთავრობასთან.

5. ბიძინა იქნებოდა სოფლის გმირი, რომელიც ყოველთვის უნიჭო იდიოტი ეგონათ, რადგანაც ორ სიტყვას ვერ აბამს დალაგებულად, მაგრამ ორმოცი წლის ასაკში მაგიდაზე გადმოყრილი ასანთის ღერების მყისიერად დათვლის ფარული ნიჭი აღმოაჩნდა და შტატის "ნიჭიერის" სამი ტური გაიარა''-წერს სციალურ ქსელში ბლოგერი სანდრო თარხან-მოურავი.

0
806
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0