საზოგადოება დიდი დაპირისპირება! "პირველყოფილი ადამიანი ხარ"-მერსი სულხანიშვილი ლადო სადღობელაშვილის წინააღმდეგ 2015, 23 ოქტომბერი, 1:57
ხვალ ყველა ქალაქში ყველა რაიონულ ცენტრში! აქციებიიიი!!! დალეწეთ მაგათი უბედურების ბუდეები!!! მიადექით სახლებში!!! გალახეთ სადაც ნახავთ!!!". ამ განცხადებას ეხმაურება მერსი სულხანიშვილი:"ვინმე ამიხსნის ეს ადამიანი ვინ არის ან რა უფლებით სარგებლობს, რომ ხალხს საზოგადოებას ურთიერთ დაპირისპირებისკენ მოუწოდებს. პ.ს ლადო არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ ფაქტი ერთია სწორედ შენი ადგილია ციხეში იმიტომ, რომ ხალხს მოუწოდებ ვანდალური აქტის ჩადენისკენ პირველყოფილი ადამიანი ხარ პალეოლითის ხანაში ჩარჩენილი და თან ქვედა, ხის ჩაქუჩებს რეტუში გაუკეთე მოასწრებ ისე არ გამოჩდე!". მოგვიანებით მერსიმ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: "ის რაც ხდება ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველგვარ ზღვარს სცილდება, სცილდება სამართლებრივ ნორმებს ამის გამო ნებისმიერ ევროპულ ცივილიზირებულ ქვეყანაში სწორედ თქვენს წინააღმდეგ ფსევდო განათლებულო, პატრიოტო ახალგაზრდებო გატარდებოდა აღკვეთი ღონისძიებები, სწორედ ქმედუნარიანი მთავრობა თქვენაირების დასაშლელად გამოიყენებდა სპეცნაზს, თვალი გადაავლეთ მსოფლიოს როგორ მეთოდებს იყენებენ მსგავს შემთხვევებში. ეგ არ არის საზოგადოებაზე ზეწოლა ძალით შოუების მოწყობა და კადრების საჯარო ჩვენებები, ის ზეწოლა არ არის კერძო საკუთრების დარბევა უმსგავსო საქციელებით? სირცხვილია მთავრობა ყოველივეზე, რომ თვალს ხუჭავს და დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე ხდება და მეტიც მოწოდებით გამოდის და საზოგადოებას აპირისპირებს." 1080 3-ს მოსწონს 1-ს არა
|