x
image
K.P.
დიდი სკანდალი "რუსთავი 2"-ის გარშემო: "ნიკა გვარამიამ რაც მოყვა, საშინელი შანტაჟია"
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ მას ემუქრებიან. "მითხრეს, რომ არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ გავუშვი ამერიკაში, არ უნდა დამავიწყდეს, რომ აქვთ კონკრეტული ვიდეობი, რომელიც გამოქვეყნდება, სატელეფონო მოლაპარაკებები, რომელიც სააკაშვილთან მქონდა და ეს გამოქვეყნდება და მე გამანადგურებენ ქვეყნის და ხალხის თვალში"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.


"ასეთი განცხადების გაკეთებას მხოლოდ გამბედაობა არ ჰყოფნის! უფრო მეტი სჭირდება!"-ნანუკა ჟორჟოლიანი.image

მომხდარს ეხმაურება ინგა გრიგოლია: "იმედს ვიტოვებ, არანაირი პირადი კადრების გასაჯაროების მომსწრენი აღარ გავხდებით ამ ქვეყანაში.... იმედს ვიტოვებ, ყველა ჩემი მეგობარი ჩემს აზრზეა...იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ყველა მეგობარი რუსთავი 2-დან შეძლებს გააგრძელოს საკუთარი საქმიანობა...მე მათ წარმატებას ვუსურვებ!".image

"თავის დროზე მათ ეუბნებოდნენ, ესენი რა თქვენი კოლეგები არიან, სიტყვის თავისუფლებისთვის კი არა, პოლიტიკური დაკვეთებით მუშაობენ იმედში. ახლა აქეთ გიკიჟინებენ, ესენი რა შენი კოლეგები არიან, მიშას ინტერესებს ემსახურებიან. მე კი გეტყვით, ჩვენ არავინ ვართ იდეალურები, ქვეყნის ანარეკლი ვართ, ცუდისაც და კარგისაც. ამიტომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რუსთავი ორში ჩემი კოლეგები მუშაობენ და მინდა მუშაობა განაგრძონ მომავალშიც. ინბოქს შემოტევისთვის, რაც ნებისმიერ პოლიტიკურ სტატუსს მოყვება, მზად ვარ) და ეს მეასეხარისხოვანია. მთავარია ის, რაზეც ნიკა გვარამიამ ისაუბრა, მორჩეს. მორჩეს გადაღება და შანტაჟი. დავანგრევთ ასე ქვეყანასაც, ჩვენს თავსაც და შვილების თაობასაც. ეს არის ჩემი სათქმელი.


მე წამოვედი ცენზურის გამო, სანდრო გირგვლიანის თემის გამო. ნიკა გვარამიამ რაც მოყვა, საშინელი შანტაჟია. ან გაიწიე ან გამოგიქვეყნებთ ჩანაწერებს და ასე შემდეგ. მან თქვა, რომ მას ეს უთხრა კონკრეტულმა ადამიანმა ვინც მას მთავრობის მესიჯებს აწვდის. ჰოდა, ეს ნორმალურია? თორემ არავის წასვლით, მერწმუნეთ, არც ერთი ტელევიზია არ დაინგრევა და მაყურებელიც მალე ივიწყებს ბევრ რამეს"-განაცხადა ეკა ხოფერიამ.image

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს შალვა რამიშვილი:

"რ2 ელების აღქმური არასწორობები:

1. არასწორია ის აღქმა, რომ თუ რიგი მოქალაქეებისა უკმაყოფილოა ქოცებით, მაშინ მათ უნდათ ნაცები.

2. არასწორია ის აღქმა, რომ ნაპროკურორალი გვარამიას რ2 ის დირექტორობა არის ხალხის მამობილიზებელი ფაქტორი.

3. არასწორია იმის მოლოდინი, რომ მას მერე რაც თქვენ ყველა სხვა არხის ტელევიზიონშჩიკს მთავრობის მსახური უწოდეთ, ეს უკანასკნელნი მხარს დაგიჭერენ.

4. არასწორია იმის აღქმა, რომ ქუდზე კაცის დაძახებით თქვენს მხარდასაჭერად გამოვა ნაცების პარტიულ რესურზე მეტი ხალხი.

5 არასწორია ქიბარის გინება ყველა ეთერში. თუ ის მოვა ბევრი თქვენთაგანი დარჩება და ჯობია იქ არ დააჭუჭყიანოთ სადაც მომავალშიც ჭამას აპირებთ".image



0
1216
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0