20 წლის ამერიკელი სარა მაკდენიელი ინტერნეტვარსკვლავი სხვადასხვა ფერი თვალების წყალობით გახდა
2015, 21 ოქტომბერი, 21:06
ამერიკელი სარა მაკდენიელი სხვადასხვა ფერის თვალების წყალობით ინტერნეტის ახალი ვარსკვლავი გახდა–იუწყება"The Daily Star". 20 წლის სარა მაკდენიელი შთამბეჭდავი ბიუსტის და საკმაოდ სასიამოვნო აღნაგობის მიუხედავად ცნობილი სულ სხვა რამით გახდა, მისი "ცნობადობის" მიზეზი მისი თვალებია, რომლებიც სხვადასხვა ფერისაა–ერთი თვალი ლურჯია მეორე კი ყავისფერი. გოგონამ საკმაოდ გამომწვევი სურათები განათავსა "Instagram"–ზე, გოგონას სურათებმა ინტერნეტმომხმარებლების აღფრთოვანება გამოიწვია, რამაც საბოლოო ჯამში მისი სამოდელო ბიზნესში ჩართვა გამოიწვია. გოგონათი სამოდელო სააგენტოები დაინტერესდნენ და სადღეისოდ ის მოდელია, თავად სარა თვლის რომ მისი წარმატების მიზეზი ჰეტეროქრომიაა (ჰეტეროქრომია (Heteroghromia) ჰეტეროქრომია-თვალის ფერადი გარსის სხვადასხვა უბნების არაერთგვაროვანი შეფერილობაა. მას მელანინის სიჭარბით ან ნაკლებობით ხსნიან).