საზოგადოება "თავს მოვიკლავ "გამზრდელივით".. სახალხოდ ვდებ პირობას!"-ინგა გრიგოლია ქალიშვილს აფრთხილებს 2015, 21 ოქტომბერი, 1:27
მომხდარ ფაქტს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფაქტს ეხმაურება ინგა გრიგოლია, რომელიც ქალიშვილს, მარიამ გრიგოლიას აფრთხილებს, რომ მისგან მსგავსი რამის გაგონებისთანავე თავს მოიკლავს. ჟურნალისტის მტკიცებით, დედა მისი ოჯახის უპირველესი წევრია, მოსამართლის მსგავსი განცხადება კი მისთვის გასაკვირია. "დედა, რომელიც არ არის ოჯახის წევრი-მოსამართლე ურთმელიძე ამ სიტყვებით შევა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში..! ჰკითხეთ საკუთარ თავებს, რამდენი თქვენგანი იტყოდით ამ სიტყვებს, თუნდაც ყველაზე კრიტიკულ და გამოუვალ სიტუაციაში... მგონია რომ-არც ერთი! რა არ მსმენია და რა არ გამიგია და მსგავსი არაფერი... P.S. მძიმე ბავშვობა ჰქონია მაგ კაცს... დედაჩემი არის ჩემი ოჯახის უპირველესი წევრი და ჩემს სიკვდილამდე ასე იქნება! შვილიც ვერ დადგება მის წინ.... მარი გრიგოლია როდესმე ეს სიტყვები რომ მოვისმინო შენგან, თავს მოვიკლავ "გამზრდელივით"...სახალხოდ ვდებ პირობას!"-წერს ინგა სოციალურ ქსელში. და ბოლოს, ფოტო განწყობისთვის... :) 6300 6-ს მოსწონს
|