დღეს მთელს მსოფლიოში აშკარაა მცდელობა, აქციონ კანაფი საყოველთაოდ მისაღებად – დააწესონ რეგულაციები, შემოიღონ გადასახადი, ანუ მოაქციონ მარიხუანა კანონის ჩარჩოებში და მას სასაქონლო სახე მისცენ. მაგრამ ვიცნობთ კი, ამ მცენარეს რეალურად? რამდენიმე ფაქტი კანაფის შესახებ:
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190347365617.jpg)
1. ამერიკის ისტორიის უმეტეს პერიოდში კანაფი ნებადართული იყო და ძირითადად ნაყენებისა და ექსტრაქტების ინგრედიენტებად გამოიყენებოდა. ჯორჯ ვაშინგტონს კანაფი მაუნტ-ვერნონში მოჰყავდა.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190320105617.jpg)
2. 1970 წელს ფედერალურმა მთავრობამ კანაფი პირველი რიგის ნარკოტიკებს გაუთანაბრა. დაახლოებით 70 წლის განმავლობაში მცენარე იატაკქვეშეთში გადავიდა, თითქმის მთლიანად შეწყდა მისი სამედიცინო კვლევა.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190321565617.jpg)
3. კანაფის შენახვა-გაყიდვა ფედერალური კანონით აკრძალულია, თუმცა მისი სამედიცინო მიზნებისათვის გამოყენება დაშვებულია აშშ-ის 23 შტატსა და კოლუმბიის ოლქში. მრავალ შტატში საჯარიმო სანქციები გართობის მიზნით მოხმარებაზეც შეამცირეს ან გააუქმეს. ამერიკელთა უმეტესობა მისი გართობის მიზნით ლეგალიზაციის მომხრეა.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190323175617.jpg)
4. 2013 წელს ურიგვაი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მთლიანად ლეგალიზებულია მარიხუანა. პორტუგალიამ კანაფის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. ისრაელში, კანადასა და ნიდერლანდებში მარიხუანის სამედიცინო პროგრამები მოქმედებს.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190324135617.jpg)
5. ევროპაში მარიხუანა, ზოგადად, არალეგალურია, თუმცა ხშირ შემთხვევაში დაშვებულია. ამსტერდამის „კოფი-შოპები“ მრავალმილიონიან ბაზარს ამარაგებს.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190325385617.jpg)
6. აზიის ბევრ ქვეყანაში მარიხუანის მოხმარებაზე უმკაცრესი სასჯელია. ინდონეზიაში მხოლოდ ერთ მოწევაზე ადამიანს, შესაძლოა, 4-დან 12-წლამდე პატიმრობა შეუფარდონ.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190327555617.jpg)
7. ზოგიერთ შტატში მარიხუანაზე კონტროლის შესუსტებას იმით ხსნიან, რომ ამ მცენარეში შემავალი ერთ-ერთ კომპონენტის -კანაბიდიოლის (CBD) ზეთს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს და არ იწვევს კაიფს.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190330045617.png)
8. გაეროს კვლევებით, 2012 წელს მარიხუანას 227 მილიონი ზრდასრული მოიხმარდა. კანაფის მიმართ საზოგადოებივი აზრისა და ზოგ ქვეყანაში კანონების ცვლილებიდან გამომდინარე, მომავალ წელს გაერო ამ ნარკოტიკთან დაკავშირებით თავის პოლიტიკას გადახედავს.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190330595617.jpg)
9. 1963 წელს ორგანული ქიმიის სპეციალისტმა რაფაელ მეხოლამმა (თელ-ავივი. ვაიცმანის ინსტიტუტი) მარიხუანის შემადგენლობაში შემავალი ორი მთავარი ინგრედიენტის – ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) და კანაბიდიოლის (CBD) ქიმიური სტრუქტურა გაშიფრა. ამ აღმოჩენის გამო, მეხოლამს „კანაფის პატრიარქს“ უწოდებენ. ის ძალიან ცნობილი და პატივსაცემი პიროვნებაა მარიხუანის მწეველთა სამყაროში და დღესაც ელექტრონულ ფოსტაზე უამრავი თაყვანისმცემლის წერილს იღებს. როგორც თვითონ ამბობს, არასოდეს გაუსინჯავს მცენარე, რომლის კვლევასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190332035617.jpg)
10. ისრაელს მსოფლიოში მარიხუანის ერთ-ერთი მოწინავე სამედიცინო პროგრამა აქვს. 20 ათასზე მეტ პაციენტს მარიხუანის მოხმარების ლიცენზია აქვს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა: გლაუკომა, კრონის დაავადება, ანთება, მადის დაკარგვა, ტურეტის სინდრომი და ასთმა.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190333175617.jpg)
11. არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებენ, რომ მაღალი THC-შემცველობის მქონე მარიხუანის ხანგრძლივად მოხმარებას განვითარებადი ტვინის ზრდის პროცესის შეცვლა შეუძლია.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190338485617.jpg)
12. კანაფი აქტიურად გამოიყენება კიბოთი დაავადებულებისთვის პალიატიური მკურნალობის დროს, განსაკუთრებით, ქიმიოთერაპიის ზოგიერთი უსიამოვნო გვერდითი ეფექტის შესამსუბუქებლად. ეჭვგარეშეა, რომ მოსაწევს გულისრევის თავიდან აცილება, მადის გაუმჯობესება, ტკივილთან და უძილობასთან გამკლავება შეუძლია. თუმცა, მოსაზრება, რომ კანაფს კიბოს დამარცხება შეუძლია, საუკეთესო შემთხვევებში მეცნიერულად დაუსაბუთებელია, ხოლო უარეს შემთხვევებში – თაღლითური.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190339495617.jpg)
13. ესპანელი ბიოქიმიკოსი მანუელ გუზმანი წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგად დარწმუნდა, რომ THC-ს, CBD-ს და ტემოზოლომიდის კომბინაცია საუკეთესო შედეგს იძლევა თაგვებში თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობისას. გუზმანი და მისი კოლეგები 15 წლის განმავლობაში აძლევდნენ კანაფის კომპონენტებს კიბოს მეტასტაზებით დასნებოვნებულ ვირთაგვებს. ვირთაგვების ერთ მესამედში სიმსივნე აღმოიფხვრა, ხოლო მეორე მესამედში – დაპატარავდა. თუმცა, გუზმანი არ ჩქარობს დასკვნის გამოტანას – „პრობლემა ისაა, რომ თაგვი არ არის ადამიანი, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ადამიანების შემთხვევაში“. ამჟამად, ინგლისში, ლიდსის სენტ-ჯეიმსის უნივერსიტეტის კლინიკაში გუზმანის შრომაზე დაფუძნებული ინოვაციური კლინიკური ექსპერიმენტი აგრესიული ტვინის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებზე მიმდინარეობს.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190340055617.jpg)
14. უამრავი არაოფიციალური მტკიცებულების მიხედვით, CBD-ს მაღალი შემცველობის კანაფს შეიძლება ძლიერი კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდეს. ჯერ კიდევ 1843 წელს ბრიტანელი ექიმის უილიამ ო’ შონესის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში დეტალურად იყო აღწერილი, როგორ შეუჩერა ჩვილს გამუდმებული კრუნჩხვები კანაფის ზეთმა.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190340255617.jpg)
15. მას შემდეგ რაც, 2012 წელს კოლორადოში მხარი დაუჭირეს მარიხუანის ლეგალიზაციას, კოლორადო-სპრინგსი სამედიცინო მიგრაციის მექად იქცა. ასზე მეტმა ოჯახმა, რომელთა ბავშვებს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები ჰქონდათ, მშობლიური მხარე მიატოვა და კოლორადოში დაიდო ბინა. აქ ეპილეფსიით დაავადებული ბავშვები სამკურნალოდ მარიხუანას იღებდნენ. პროგრამას „შარლოტას ქსელი“ უწოდეს, პატარა გოგონას – შარლოტა ფიჯის სახელი, რომელზეც განსაცვიფრებლად დადებითად იმოქმედა კოლორადო-სპრინგსის მახლობლად წარმოებულმა THC-ს დაბალი შემცველობისა და CBD-ს მაღალი შემცველობის ზეთმა. ეს ოჯახები, საკუთარ თავს „სამედიცინო ლტოლვილებად“ თვლიან. ბავშვების უმეტესობა ვერაფრით შეძლებდა საკუთარ შტატში მკურნალობას, რადგან მარიხუანა ფედერალური კანონითაა აკრძალული.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190340475617.png)
16. დენვერის ინდუსტრიულ ნაწილში მსოფლიოში კანაფის ერთ-ერთი უდიდესი სანერგე კომპანია „მაინდფული“ მდებარეობს. აქ საყინულეებში მსოფლიოს ყველა მხრიდან (აზია, ინდოეთი, ჩრდილოეთი აფრიკა, კარიბის აუზის ქვეყნები) ჩამოტანილ სათესლე მასალას ინახავენ და 20 ათასზე მეტი ძირი კანაფი ხარობს.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190341245617.jpg)
17. ეფექტი მარიხუანის შესუნთქვიდან წამებში იგრძნობა, პიკს 30 წუთში აღწევს. ღრმად შესუნთქული გაუფილტრავი კანაფიდან სიგარეტზე მეტი ნახშირჟანგი და კუპრი მიიღება.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190346195617.jpg)
18. მარიხუანის დოზის გადამეტების გამო ლეტალური შედეგი არასდროს დაფიქსირებულა. თუმცა, ინდივიდუალური დოზის გადამეტების გამო ხშირია მთელი რიგი არასასიამოვნო სიმპტომები: ტახიკარდია, პანიკური შეტევები, გულისრევა, თავბრუსხვევა და სხვა. კვლევები უჩვენებს, რომ კანაფის გამოყენებიდან მცირე ხანში, შესაძლოა, გულის შეტევის რისკი გაიზარდოს.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190346375617.jpg)
19. თუ კანაფს შეჭამთ, იგი უფრო ნელა, თუმცა ხანგრძლივად იმოქმედებს ორგანიზმზე, რაც დოზის რეგულირებას ართულებს.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190346535617.jpg)
20. ამერიკელი მოზარდების 1/3 ამბობს, რომ გასულ თვეში მარიხუანა მოიხმარა.
![20 საინტერესო ფაქტი მარიხუანას
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510190347135617.jpg)