ქალი და მამაკაცი საოცრებები ჯერ კიდევ ხდება ანუ როგორ გაჩნდა უშვილო წყვილის ოჯახში 5 ბავშვი 2015, 18 ოქტომბერი, 0:48
სარამ და ენდი ჯასტისმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. ისინი დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და ბოლოს და ბოლოს დაქორწინდნენ. თავიდან ძალიან ბედნიერები იყვნენ, მაგრამ ოჯახური იდილია ერთმა უსიამოვნო ცნობამ დაარღვია. მათ გაიგეს, რომ სარა ვერასოდეს შეძლებდა დაფეხმძიმებას. ექიმებმა მათ უთხრეს, რომ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შემთხვევაშიც კი, დაფეხმძიმების შანსი, დაახლოებით 10 % იქნებოდა.
მაშინ წყვილმა ბავშვის აყვანა გადაწყვიტა. მათ მოძებნეს ფეხმძიმე ქალი, რომელიც ბავშვის მიტოვებას აპირებდა. ისინი მას მოელაპარაკნენ და შეთანხმდნენ, რომ ბავშვს მაშინვე იშვილებდნენ, როგორც კი დაიბადებოდა. მაგრამ, მშობიარობამდე რამოდენიმე კვირით ადრე, გაირკვა რომ მას ერთი კი არა, სამი ბავშვი ეყოლებოდა! ამ ინფორმაციამ ქალი შეაშინა, არ იცოდა სარას და ენდის ტყუპების დაბადებასთან დაკავშირებით რა რეაქცია ექნებოდათ, აიყვანდნენ თუ არა სამივე ბავშვს. მაგრამ მისი შიში უსაფუძვლო გამოდგა, მომავალმა მშობლებმა ახალი ამბავი ენთუზიაზმით მიიღეს და გადაწყვიტეს, რომ ეს ბედის საჩუქარი იყო. და სულ მალე, ბედნიერი ოჯახში ჰანა, ელიზაბეთი და ჯოელი გაჩნდა.
თუმცა წყვილმა სულ მალე, კიდევ ერთი, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავი გაიგო. აღმოჩნდა რომ, ექიმების პროგნოზის მიუხედავად, სარა დაფეხმძიმდა! ბავშვებს ენდრიუ და ებიგეილი დაარქვეს.
«ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! ერთი წლის წინ ჩვენ მხოლოდ ოცნება შეგვეძლო ბავშვებზე, ხოლო ეხლა 5 შვილი გვყავს!» — არ მალავს თავის სიხარულს სარა.
ეს ისტორია — იმის მტკიცებულებად გამოდგება, რომ საოცრება ჯერ კიდევ ხდება!
235 5-ს მოსწონს
|