სხვა ბრიტანელმა მეცნიერმა 17 ოქტომბერს საშინელი მიწისძვრა იწინასწარმეტყველა 2015, 16 ოქტომბერი, 23:09 ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი მეჰრამ კაშე ამტკიცებს, რომ ხვალ, 17 ოქტომბერს მოხდება გრანდიოზული მიწისძვრა, რაც 40 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.
მეცნიერი თვლის, რომ კატასტროფა უნდა მოხდეს ჩრდილოეთ ამერიკაში. ის იმდენად ძლიერი იქნება, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებს შორის გაჩნდება უზარმაზარი ნაპრალი, რის გამოც გაქრება რამოდენიმე სახელმწიფო, მათ შორის მექსიკა. მიწისძვრისაგან გამოწვეული უზარმაზარი ცუნამი მთელ ატლანტის ოკეანეს გადაუვლის და გადარეცხავს ამერიკისა და აზიის სანაპიროებს. მეჰრამ კაშეს აზრით, ამ ადგილებში მცხოვრები ადამიანები განწირულნი არიან, რადგან არცერთი ქვეყნის ხელისუფლება არაა მზად ამ მასშტაბის ევაკუაციისათვის. ბედის ირონიით, სწორედ ხვალ, 17 ოქტომბერს იღებს სტარტს კალიფორნიაში სწავლება, რომელზეც მაშველებს შეასწავლიან, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ხალხს მიწისძვრის დროს. პ.ს. იმედია, ბრიტანელი მეცნიერის წინასწარმეტყველებას ასრულება არ უწერია და ის მხოლოდ და მხოლოდ რიგითი ვაი-მეცნიერის მონაჩმახად დარჩება. 348 10-ს მოსწონს
|