x
image
K.P.
გიორგი ქისტაური მორიგ სკანდალში: "წინასწარ იცოდნენ, ვინც იყო და ამიტომ გაიყვანეს"
image
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "The Voice" დიდი სკანდალებით მიმდინარეობს. ქეთა თოფურია, ნრი ჯოხაძე, ნუცა შანშიაშვილი და ნოდიკო ტატიშვილი ახალი ხმის აღმოსაჩენად იბრძვიან.

გადაცემაში ბედი სცადა გიორგი ქისტაურმაც, რომელიც წარუმატებელი გამოსვლის გამო ფინალში მაინც მოხვდა. ის საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვიდეორგოლების მეშვეობით გაიცნო, რომლებსაც თავად იღებდა ინტერნეტსივრცეში ანთავსებდა. საზოგადოების დიდი ნაწილი მისდამი უარყოფითად იყო განწყობილი. მოგვიანებით გიორგიმ "X ფაქტორში" მიიღო მონაწილეობა და მისდამი ხალხის დამოკიდებულებაც შეიცვალა. დღეს ის საკმაოდ ცნობადი სახეა და ბევრი სახალისო ვიდეოთი გვანებივრებს.

მისი ცხოვრების ახალი ეტაპი კი სწორედ "ახალ ხმას" უკავშირდება. ის ანრი ჯოხაძის გუნდის წევრი გახდა. გიორგის გამოსვლას საზოგადოების დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. ალბათ იმიტომ, რომ პროექტს მიღმა მასზე ძლიერი კონკურსანტები დარჩნენ. მომხდართან დაკავშირებით გიორგი სოციალურ ქსელში წერს: "მადლობა ყველას ვინც მგულშემატკივრობთ და გამოხატავთ ასე სახალხოდ თუ პირად მესიჯებში თქვენს გვერდში დგომას. მინდა რაც შეიძება მოკლედ დავწერო და ვიტყვი ასე მოკლედ, ჩემი ეს გამოსვლა იყო ცუდი. რინგზე შევხვდებით".

"ქისტაურის გამოსვლა მეწყინა, უხერხულია, როცა:


- რასაც აკეთებ კარგად აკეთებ (ვიდეოები), არ გყოფნის და აქ მოდიხარ მოუმზადებელი... მეპურემ უნდა აცხოს პური, ანუ როცა სიმღერა გწადია და ზედმეტად საშუალო დონეზე გამოგდის - უნდა იმღერო სახლში, აბაზანაში, მეგობრების წრეში, თუნდაც ჩაწერო, კლიპიც გადაიღო, მაგრამ არა ვოისის, იქს ფაქტორის და ა.შ. სცენაზე;

- მე პირადად გამიტყდებოდა მინიშნებები, რომ იმიტომ მოვხვდი აქ, რომ მე მე ვარ და ჩემამდე ბევრად კარგი მომაცემების მქონდე ხალხი "დაბრაკულიყო";

- დადგმული სცენაც, როცა წინასწარ იცოდნენ, ვინც იყო და ამიტომ გაიყვანეს და არანაირი დამთხვევა"-წერს ბლოგერი გურამ შეროზია.

0
1208
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0