საზოგადოება როგორ ანებივრებს ნუკი კოშკელიშვილს ამერიკელი მეუღლე-"გუშინ წამომცდა სადმე ვიცეკვებდი თქო... სანაპიროზე კარგ ადგილას." 2015, 14 ოქტომბერი, 8:42 ტელეწამყვან, მოდელ და მსახიობ ნუკი კოშკელიშვილს თაფლობის თვე აქვს. როგორც მოგეხსენებათ, იგი ამერიკაში, ნიუ-იორკში გათხოვდა. 20 სექტემბერს წყვილმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა. მისი მეუღლე კი ამერიკელი ბენი ჩაიმია, რომელიც ნუკიმ ინტერნეტით გაიცნო. ორ წლის განმავლობაში მხოლოდ სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ კი მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიაზარდა და ქორწილით დაგვირგვინდა. მეუღლე ნუკის ძალიან ანებივრებს. საკმარისია რაიმე წამოსცდეს ან მოწყენა შეატყოს, მაშინვე მისი გუნება-განწყობის შეცვლაზე ფიქრობს. ერთი სიტყვით, ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქართველი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს ამერიკელ მეუღლესთან ერთად. სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ნუკი თავისი ბედნიერი ცხოვრების დეტალაებს ხშირად გვამცნობს: "გუშინ წამომცდა სადმე ვიცეკვებდი თქო... სანაპიროზე კარგ ადგილას. დილას გავიღვიძე და წამოდიო ჩემმა ქმარმა სანაპიროზე წავიდეთ კარგი ადგილი ვიციო... ერთი სიტყვით მაიამიში ვართ კარგი კლუბების გარშემო" ნუკის დილაც მეუღლის მხრიდან მასზე მზრუნველობით იწყება: "დილა დაიწყო საოცარი ტროპიკული(უალკოჰოლო) კოკტეილით, რომელიც ქმარმა გამიკეთა სანამ მეძინა — in Palm Beach, Florida." "გუშინ ვიჯექი მოწყენილი... არვიცი პუტინის დაბადების დღის ბრალია... თუ ნიუ- იორკული სიცივეების და ბენმა ისე, სხვათაშორის სახლი მაქვს ფლორიდაშიო... ერთი სიტყვით, დღეს უკვე ფლორიდიდან მოგესალმებით..." ბედნიერი ნუკის ფოტოები მისი "ფეისბუქიდან": 733 2-ს მოსწონს
|