x
image
natia.a
შეკითხვები, რომლებსაც გერმანიაში ნასვამ მძღოლებს უსვამენ ანუ ტესტი იდიოტიზმზე
image

პირველ რიგში თავიდანვე ვიტყვი, რომ სტატია თარგმნილია. როგორც სტატიის ავტორი ამტკიცებს, გერმანიაში არსებობს საინტერესო ტესტი მათთვის, ვინც ნასვამი საჭესთან აღმოჩნდება. დაკავების შემდეგ სამართალდამცავები ასეთ მძღოლებს რამდენიმე, ერთი შეხედვით იდიოტურ, თუმცა სახალისო და საინტერესო შეკითხვებს უსვამენ. ხალხში ამას უწოდებენ "ტესტს იდიოტიზმზე". ტესტში უამრავი შეკითხვა შედის და "გამომცდელები" მათ შემთხვევითობის პრინციპით არჩევენ. ქვემოთ მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე მათგანს.


დარწმუნებული ვარ, ბევრი მკითხველისთვის ამ შეკითხვათა უმეტესობა ნაცნობი იქნება, მაგრამ ბოლოს პასუხებს მაინც შემოგთავაზებთ.


მაშ ასე, აი რამდენიმე შეკითხვა ნასვამი მძღოლებისათვის განკუთვნილი ტესტებიდან:


1. ზოგიერთ თვეში 30 დღეა, ზოგში - 31. წელიწადში რამდენ თვეშია 28 დღე?
2. რისი დანახვა შეძლება დახუჭული თვალებით?
3. რა არის ის, რაც ცეცხლში არ იწვის და წყალში არ იძირება?
4. როგორ უნდა მოიქცე, როცა მწვანე კაცს დაინახავ?
5. დაასახელეთ ხუთი დღე თანმიმდევრობით, ოღონდ ისე, რომ არ ახსენოთ ციფრები (1, 2, 3, ..) და არც კვირის დღეების სახელწოდებები (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ა.შ.).
6. როგორი ჭურჭლიდან ვერ შეჭამ საჭმელს?
7. რომელ შეკითხვაზეა შეუძლებელი "არა"-ს პასუხი?
8. რამდენი იქნება 2+2*2?



image

პასუხები:


1. ყველა თვეში.
2. სიზმრის.
3. ყინული.
4. უნდა გადახვიდეთ გზაზე (ეს არის საფეხმავლო შუქნიშანზე გამოსახული მწვანე ნიშანი).
5. გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ, ზეგ.
6. ცარიელიდან.
7. ცოცხალი ხარ?
8. ექვსი.

0
270
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0