ქალი და მამაკაცი სიკვდილის წინ მიცემული პირობა 2015, 14 ოქტომბერი, 0:26
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მამაკაცი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მუშაობდა, ხოლო ფულს არა ხარჯავდა. როდესაც საქმე ფულს ეხებოდა, მას სიძუნწეში ტოლი არ ჰყავდა. კაცს ფული ყველაზე მეტად უყვარდა ამ ქვეყანაზე და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა ცოლს: “მისმინე, როდესაც მე მოვკვდები, მინდა რომ, აიღო მთელი ჩემი დანაზოგი და კუბოში ჩადი, ჩემთან ერთად. მინდა რომ, მთელი ჩემი ფული, იმ ქვეყნად წავიღო”. ქალი გულწრფელად დაჰპირდა, რომ თხოვნას შეუსრულებდა და ფულს, უკანასკნელ ცენტამდე, საფლავში ჩაატანდა. “იმედია, არ გაგიჟდი და მთელი ფული ამ ბებერ ძუნწს არ გაატანე?” — ჰკითხა მეგობარმა მას. ქალმა კი უპასუხა: “დიახ, ფული ჩავაყოლე, როგორც შევპირდი. მე — მორწმუნე ვარ და ტყუილს ვერ ვიტყოდი. მე შევპირდი, რომ ფულს სრულად ჩავდებდი კუბოში, მასთან ერთად”. “შენ გინდა თქვა, რომ მთელი ფული, ბოლო ცენტამდე, სამარეში გაუშვი?”- გაიკვირვა მეგობარმა. “რა თქმა უნდა”, — უპასუხა ქვრივმა, — “მე მოვაგროვე მთელი ფული, ჩავრიცხე ბანკში ჩემს ანგარიშზე, ხოლო მას ჩეკი გამოვუწერე მთელ თანხაზე”. 641 6-ს მოსწონს
|