ქალი და მამაკაცი ვინ არის ოთო ნემსაძის ახალი რჩეული(+ფოტოები). 2015, 13 ოქტომბერი, 13:13 პოპულარული მუსიკალური ტელეშოუს, "ჯეოსტარის" გამარჯვებული, უკრაინული "ახალი ხმის" ფინალისტი და ასევე მუსიკალური ტელე პროექტის "ბრავოს" გამარჯვებული ოთო ნემსაძე, ცოტა ხნის წინ ცოლს დაშორდა. მათმა ქორწინებამ ერთი წელიც კი ვერ გასტანა. მომღერლის მეუღლე თამთა კუპრავა იყო, რომლესაც განათლება ამერიკაში აქვს მიღებული და მეუღლესთან დაშორების შემდეგ ისევ ამერიკას მიაშურა. მათ ერთმანეთი "ფეისბუქით" გაიცნეს, შეუყვარდათ და იქორწინეს. მაგრამ რამდენიმეთვიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. ოთო ნემსაძე ძალიან განიცდიდა მეუღლესთან დაშორებას, თუმცა დაშორების მიზეზებზე არ საუბრობდა. სულ რაღაც ოთხი თვე არ არის გასული, რაც მეუღლეს დაშორდა და უკვე შემცვლელიც უშოვნა. ოთოს ახალი რჩეული ყავს, სოფო მეძმარიშვილი. სოფო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მუშაობას კარაოკე ლაუნჯ "ისტერიკაში". მათი ურთიერთობის შესახებ მომღერლის "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან გახდა ცნობილი. როგორც ჩანს, ოთო ნემსაძემ ძალიან მალე შესძლო მეუღლის დავიწყება, ახლა უკვე ახალი რჩეული ყავს და თავსაც ბედნიერად გრძნობს. გთავაზობთ სოფო მეძმარიშვილის ფოტოებს ახლა კი გთავაზობთ ოთოს და მისი ყოფილი მეუღლის ფოტოებს: 1100 1-ს მოსწონს
|