სხვა ესპანეთის დედოფალი ლეტიცია მოკლე კაბის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა 2015, 13 ოქტომბერი, 10:35 ესპაეთის დედოფლის ლეტიციას ჩაცმის სტილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საყოველთაო განსჯის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც მონარქი ქალბატონი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა მუხლს ზემოთ მოკლე კაბით - აცხადებს The Daily Mail.
როგორც გამომცემლობა წერს, ამა წლის 7 ოქტომბერს ესპანეთის მეფის ფილიპე VI -ის 43 წლის მეუღლე ლეტიცია ნაციონალური ჟურნალისტური პრემიის Luis Carandell Award 2015 -ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდა თეთრი მინი-კაბით. აღსანიშნავია, რომ ამით ლეტიციამ არამარტო უგულებელყო სამეფო კარის დრეს-კოდის წესები, რომელიც კაბის სიგრძეს მუხლამდე განსაზღვრავს, არამედ წესის თანახმად მისაღები ხორცისფერი კოლგოტკის ნაცვლად შავი ჩაიცვა. პორტალმა Royalista დაწერა, რომ დედოფლის გარეგნულმა იერმა ბევრს "მრავალმნიშვნელოვნად ააწევინა წარბები", თუმცა ამავე დროს რედაქცია აღნიშნავს, რომ ლეტიციას თაყვანისმცემლებმა მხურვალედ დაიცვეს მათი საყვარელი დედოფალი, განაცხადეს რა, რომ "კაბის სიგრძე სულაც არ განსაზღვრავს სამეფო ღირსებას". მოდის კრიტიკოსები აღფრთოვანებაში მოიყვანა ლეტიციას ჩაცმულობამ და მათ განაცხადეს, რომ ის ყველაზე თანამედროვე დედოფალია. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს 38 წლის პრინცმა ფელიპემ, რომელიც 2014 წლის 19 ივნისიდან ესპანეთის მეფე ფილიპე VI გახდა, ცოლად შეირთოი 38 წლის ტელეჟურნალისტი ლეტიცია ორტისი. ის გახდა სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელსაც არ ჰქონდა არისტოკრატიული წარმოშობა. ლეტიციასთვის ეს მეორე ქორწინება იყო. მანამდე ის იმყოფებოდა სამოქალაქო ქორწინებაში, მაგრამ ჯვარდაწერილი არ ყოფილა, ამიტომ ესპანეთის კათოლიკურმა ეკლესიამ პრინც ფელიპესთან მისი ქორწინება დასაშვებად მიიჩნია. 933 11-ს მოსწონს
|