x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 არაჩვეულებრივი ავტომობილი,რომელიც ერთადერთი ეგზემპლიარი დამზადდა
1-Rolls-Royce Hyperion -ეს მოდელი შეუკვეთა კოლექციონერმა რონალდ ჰოლმა, დამზადდა 2008 წელს, ნებისმიერი ავტომოყვარული მიხვდება, რომ Rolls-Royce Hyperion წააგავს 30-იან წლებში გამოშვებულ კაბრიოლეტს, რომელსაც ატელიე Rollers-ი უშვებდა.

image



2-Ford GT90- ავტომობილი გამოიფინა დეტროიტის ავტოსალონში 1995 წელს.მწარმოებლები ირწმუნებოდნენ, რომ ეს იყო ყველაზე მძლავრი სუპერკარი მსოფლიოში, არცაა გასაკვირი:12 ცილინდრიანი აგრეგატი 4 ტურბინით და 720 ც/ძ-ით და 407 კმ/სთ-ში სიჩქარით.

image




3-Porsche 911 Panamericana -ეს ექსკლუზიული ეგზემპლიარი 1989 წელს აჩუქეს კომპანიის დირექტორს ფერი პორშეს.

image



4-McLaren X-1 -ეს საინჟინრო სასწაული Special Operations-ს შეუკვეთა კლიენტმა ახლო აღმოსავლეთიდან და ისურვა ინკოგნიტოდ დარჩენილიყო, არცაა გასაკვირი, მასში ხომ 7 მილიონი$ გადაიხადა.

image


5-Maybach Exelero-არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უძვირფასესი ავტომობილი მსოფლიოში.დამზადდა 2005 წელს.2011 წელს ავტომობილი შეიძინა რეპერმა ბრაიან უილიმსმა(ცნობილი, როგორც Birdman) 8 მილიონ დოლარად.ერთი წლის შემდეგ კი კომპანია Daimler-მა გამოაცხადა, რომ "მაიბახის" ლიკვიდირებას ახდენს, რადგან კონცერნისთვის მხოლოდ ზარალი მოჰქონდა.

image


6-Cadillac Cien- ავტომობილი დამზადდა კომპანიის 100 წლიანი იუბილესთვის, აღჭურვილი იმ მომენტისათვის უახლესი სუპერტექონოლოგიით:თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემა OnStar-ით, ხმოვანი მართვის სისტემა Communiport-ით, პარკირების ასისტენტით და ღამის ხედვის სისტემით .


პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ეს ავტომობილი ისევ მუზეუმში დგას და რეალურ ცხოვრებაში ავტომობილის შესაძლებლობები არავის გამოუყენებია.

image



7-Ferrari F12 Berlinetta TRS-ამ ავტომობილის მყიდველმაც ისურვა ინკოგნიტო დარჩენილიყო, კომპანია "ფერარიმ" შემკვეთი 4, 2 მილიონი დოლარით "გააღარიბა".

image



8-Peugeot Onyx -აღსანიშნავია, რომ ამ ავტომობილის დამზადების დროს კომპანიამ გამოიყენა არა მარტო ტრადიციული მასალა, არამედ ისეთები, როგორებიცაა სპილენძი, თექა და ქაღალდი.ფრანგებმა მართალია სერიულად არ აწარმოეს ეს ავტომობილი, სამაგიეროდ გააკეთეს მინიშნება, რომ ასეთი იქნება მომავლის ავტომობილი.

image



9-Lamborghini Egoista -ავტომობილი ერთადერთი ეგზემპლიარი დამზადდა 2013 წელს კომპანიის 50 წლიანი იუბილესათვის.ავტომობილი ერთკაციანია და გარეგნულად სამხედრო საავიაციო ნიმუშს უფრო მოგვაგონებს.ავტომობილი ძირითადად ნახშირბოჭკოვანი მასალისგან არის დამზადებული.

image10-Sbarro GT1 -ეს სუპერკარი აიწყო 1999 წელს Mercedes -ის ლე-მანის სარბოლო სერიებში გამარჯვების აღსანიშნავად.ექსკლუზიური ავტომობილი აღჭურვილია 7, 4 ლ. მოცულობის ძრავით V8, 450ც/ძ-ით.

image

0
799
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
799
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0