x
image
Guns N Roses
საავადმყოფოს ეზოში ჩაკეცილი ექიმი - ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა. ( აი რას გრძნობენ ექიმები პაციენტის გარდაცვალებისას.)

image
როდესაც საავადმყოფოში ადამიანი იღუპება ყველანი მის ახლობლებზე ფიქრობს, თუ რა გადაიტანეს, რას გრძნობენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საშინელი ფაქტია ახლობლებისთვის, როდესაც მათთვის საყვარელი ახალგაზრდა ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან. მაგრამ არავის არასდროს არ აინტერესებდა თუ რას გრძნობენ ექიმები. ფოტომ, რომელმაც უკვე მსოფლიო მოიარა გვაიძულა ყველა დაგვაფიქროს ამ საკითხზე და მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ექიმების მიმართ.კაცი, რომელიც ჩაკეცილია და ცალი ხელით კედელს ეყრდნობა - ეს კალიფორნიელი ექიმის ფოტოა, რომელმაც მსოფლიო მოიარა. საქმე ეხება სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელმაც ვერ შეძლო 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენა.
ექიმს ფოტო მისმა ერთერთმა კოლეგამ გადაუღო. ცოტა ხანში ფოტო ინტერნეტში ვირუსული გახდა. წარმოიდგინეთ, რამდენი რამის გადატანა უწევს ექიმს. რამდენი ადამიანი იღუპება მის ხელში, არადა მას შეეძლო გადარჩენა. ისინიც ხომ ადამიანები არიან, ისინიც გრძნობენ, წარმოიდგინეთ რა საშინელებაა. აქამდე არასდროს გვიფიქრია ამაზე, ამ ფაქტის და ფოტოს შემდეგ ალბათ ბევრი დაფიქრდება. რა საშინელი გრძნობაა, როდესაც ადამიანი იღუპება შენს ხელში, რა მნიშვნელობა აქვს იცნობდი თუ არა მას. და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ადამიანი შენს ხელში გარდაიცვლება, როდესაც ვერ შეძელი მისი გადარჩენა, როდესაც მის ახლობლებს შენი იმედი აქვთ გიწევს მიხვიდე მათთან და უთხრა, რომ ვერ შეძელი მისი გადარჩენა. რა ნერვები უნდა გქონდეს და სულიერად რა ძლიერი უნდა იყო, რომ ამის გადატანა შეძლო და არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე. ფოტოში ჩანს იმ საშინელი გრძნობის მცირედი ნაწილი, რომელიც ექიმებს უწევთ გადატანა.





image









კაცი რომელიც ორადაა მოკეცილი და ცალი ხელით კედელს ეყრდნობა.
ეს კალიფორნიელი ექიმის ფოტოა, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. საქმე ეხება სასწრაფო დახმარების emergency room-ის ექიმს, რომელმაც ვერ შეძლო 19 წლის ახალგაზრდასთვის სიცოცხლის გადარჩენა.
ტკივილისგან განადგურებული თეთრხალათიანი კაცი საავადმყოფოს ეზოს გადაჭრის და მუხლებში იკეცება…
ერთ-ერთი მისი კოლეგა მას ამ დროს ფოტოს უღებს და ნებართვას თხოვს, რომ ის Reddit-ზე გამოაქვეყნოს.
ცოტა ხანში ფოტო ვირუსული ხდება და ამგვარად მთელი სამყარო იგებს, თუ რა შეიძლება ზოგჯერ ექიმმა იგრძნოს.







0
115
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0