x
image
Guns N Roses
16 წლის გოგონა სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ცოცხლად დაწვეს.. რა არის ამის მიზეზი?

imageალბათ ყველა თქვენგანმა იცის, რომ ადრეულ წლებში ცოცხლად დაწვა ერთ-ერთი დასჯის საშუალება იყო და ძალიანაც ეფექტური. ეს სასჯელი მიღებულიც იყო და ხალხი სანახაობითაც ტკბებოდა. ჩვენს დროში კი ასეთი რამ კატეგორიულად აკრძალულია, მიუღებელია და გაუგონარია. სამწუხაროა რომ ოცდამეერთე საუკუნეში კვლავ ხდება ასეთი რამ. დაახლოებით 25 კაციანმა ბრბომ, 16 წლის გოგონა ჯერ წიხლებით სცემა, შემდეგ კი ცოცხლად დაწვა. აქ უნდა ავღნიშნოთ, რომ გოგონა არა სასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ ხალხის სისასტიკის გამო გახდა მსხვერპლი. ჩნდება კითხვა რის გამო გაიმეტეს გოგონა ასე? გავრცელებული ინფორმციით, გოგონასა და კიდევ ორ მამაკაცს 68 წლის მამაკაცის ძარცვასა და მკვლელობაში დასდეს ბრალი. მართალია გოგონამ საშინელი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ჩემი აზრით ის არ იმსახურებდა ასეთ სასჯელს. შემთხვევა გვატემალაში, სოფელ ფიო-ბრავოში მოხდა.მამაკაცებმა გაქცევა მოახერხეს, გოგონა კი ხალხის ბრბოს ჩაუვარდა ხელში.
შემზარავ კადრებზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა გოგონას უმოწყალოდ ცემაა ასახული. საჯაროდ ცემის შემდეგ, დასისხლიანებულ გოგონას ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს. რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია? რატომ არ შეუშალა ხელი? ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, სამართალდამცავებმა მათი შეჩერება და გოგონას გადარჩენა სცადეს, თუმცა ხალხმა ამის საშუალება არ მისცა. ჩემი აზრით, ეს სისულელეა. პოლიციას აქვს იარაღი და მათი გამოყენებაც შეუძლიად გამოუვალ მდგომარეობაში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ დროს პოლიციას შეეძლო ჯერ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაეხსნა, ხოლო თუ ბრბო არ დაიშლებოდა შემდეგ უკვე უკიდურესი ხერხისათვის მიემართა. შიდა დაპირისპირების თავიდან ასაცილებად, გვატემალას ხელისუფლება გოგონას ვინაობას არ ამხელს.
შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

3
1513
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1513
  
2015, 3 ივნისი, 9:43
გვატემალას ხელისუფლება გოგონას ვინაობას არ ამხელს. წერია და 10 დამიწერეთ მასწ
2015, 3 ივნისი, 0:26
ის მაინც დაგეწერა რომელ ქვეყანაში მოხდა.
დაჯექი ორიანი :)
2015, 2 ივნისი, 16:49
25 კაცი ვერ დაშალა პოლიციამ ? ჰმ
0 1 3