აეროპორტთან რომის პაპის ჩამოსვლას აპროტესტებენ
როგორც მოგეხსენებათ დღეს თბილისში რომის პაპი ჩამოვიდა..
ვატიკანის პრესსამსახური პაპი ფრანცისკეს საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტისპროგრამას აქვეყნებს. პირველივე დღეს, პაპი გიორგი მარგველაშვილთან, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, პრეზიდენტის სასახლეში გამართავს შეხვედრას.
პაპი ასევე ეწვევა საპატრიარქოს, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.
მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, რის შემდეგ, მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.
2 ოქტომბერს პაპი ფრანციკე ბაქოში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობას, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წამომადგენლებსა და ებრაულ სათვისტომოს შეხვდება.
თუმცა აეროპორტთან საპროტესტო აქცია იმართება. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და რამდენიმე სასულიერო პირი რომის პაპის ჩამოსვლას აპროტესტებს.
ისინი ამბობენ, რომ ფრანცისკე აგრესორია და არ დაუშვებენ მის თავისუფალ გადაადგილებას საქართველოში. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რომის პაპის მიერ საქართველოში დაგეგმილწირვასაც.