15 დღე აღსასრულამდე. 21 დეკემბერი, უბრალოდ შიში თუ რეალობა?!
კიდევ ნახევარი წლის წინათ გვეგონა, რომ 2012 და დედამიწის აღსასრული მცდარი ჭორები იყო. მაგრამ ხალხის ყურადღება მიიპყრო 2011-2012 წელს მომხდარმა კატასტროფებმა: გლობალური დათბობა, მიწისძვრა, ცუნამი, პათოლოგიური სიცივე და სიცხე, წყალდიდობა. ყველას თავისი აზრი აქვს ამ დღისადმი.. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ დედამიწას არ შეუძლია იარსებოს ასეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა იმყოფება, საჭიროა ასე ვთქვათ დედამიწის გადაბადება პროცესი, რომელსაც ხალხი აკვირდება. ბევრმა თქვენგანმა არ იცის რომ 22 სექტემბერს ამერიკელმა მეცნიერებმა სამყაროს დასასრული იწინასწარმეტყველეს, მაგრამ შეცდნენ.. ახლა კი კიდევ ერთი უცნაური წინასწარმეტყველება ამ დღესთან დაკავშირებით.. ჰიანდრეკის მონასტრის ლამამ, რომელიც შამბალის ორაკულის სახელითაა ცნობილი, "ნასა"–სთვის განცხადება გააკეთა.თავის გზავნილში ლამა იუწყება, რომ 2012
წლის 21 დეკემბერს, დედამიწა, მზის სისტემასთან ერთად, გალაქტიკის „ნულოვან სარტყელს“ გაივლის.
ლამას თქმით, 21 დეკემბერს, დილის ათი საათიდან, პრაქტიკულად მთელ დედამიწაზე სრული სიბნელე და სიჩუმე დაისადგურებს. არ იქნება შუქი, ელექტროობა, კავშირგაბმულობა და ხმა.ამ
დროისათვის, დედამიწა გაივლის გალაქტიკის „ნულოვან პოლუსს“. „ეს არის სივრცე, სადაც არ არსებობს არანაირი ენერგია, ყველა ობიექტს შორდება ელექტრული ველი. სიბნელეს ზოგჯერ კოსმოსური ილუზიები და სინათლე გაკვეთს“...
როგორია თქვენი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ბევრს სჯერა ამ დღის, ბევრასაც არა ზოგს უბრალოდ ეშინია 21 დეკემბრის.. თქვენ რას იტყვით? მითია თუ რეალობა? ჩემი აზრით ეს ჯერ არავინ არ იცის დაველოდოთ 21 დეკემბერს და ვნახოთ რა მოხდება.