სხვა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი მსოფლიოში, სადაც ტურისტები მაინც დადიან 2015, 9 ოქტომბერი, 17:07 სომალის დედაქალი მოგადიშო ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია მსოფლიოში,
აქ მუდმივად არსებობს საფრთხე, ყოველწლიურად არაერთი ტურისტი ხდება
ტერორისტებისა და სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების მსხვერპლი, თუმცა მიუხედავად
ამისა, სომალიში ტურისტები მაინც დადიან, უფრო მეტიც, დიდ ბრიტანეთში ტურისტული სააგენტოც არსებობს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ტურისტულ
ვიზიტებს მოგადიშოში. ბრიტანეთის ტურისტული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურს, სადაც რამდენიმე კერძო პირი და მცირე ტურისტული ჯგუფი იმყოფება, თან ახლავს შეიარაღებული დაცვა. მოგადიშოშის ტურში გართობის რამდენიმე სახეობა შედის, ესაა ადგილობრივი პლაჟები, ბაზრები და ღირსშესანიშნაობები. ამერიკელი ტურისტი მაიკ ოგდენი, ადგილობრივ "ჯაზეირას" პლაჟზე შეხვდა მეთევზეებს მაგედოშის საკათედრო ტაძარი, რომელიც მრავალწლიანი საომარი მოქმედებების გამო ნანგრევებადაა ქცეული. უცნობი ჯარისკაცის საფლავი ეროვნულ მოედანზე, რომელიც ასევე ტურისტებისთვის საინტერესო ადგილია. ბელორუსული თვითფინავი, რომელიც მოგადიშოში 8 წლის წინ ჩამოაგდეს, მაგრამ მისი ფრაგმენტი დღემდე შემორჩა. ტურისტული სააგენტოს დახმარებით, ტურისტებს საშუალება ეძლევათ ნახონ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქი მსოფლიოში, გაიგონ ადგილობრივების ყოველდღიური ყოფის შესახებ. ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დასავლელმა ტურისტმა გაბედა სომალიში წასვლა, მიზეზი სამაქალაქო ომი და გახშირებული ტერორისტული თავდასხმებია. ტურისტი თამაშობს ფეხბურთს ადგილობრივებთან მოგადიშოს პლაჟზე ტურისტებს შეუძლიათ გაიარონ ადგილოვბრივ ბაზრებში და ნახონ როგორ ამზადებენ მეთევზეები თევზს გასაყიდად. ტურისტებს ტურისტული სააგენტოდან, მხოლოდ მცირე ჯგუფი ემსახურება, რადგან ტერორისტების ყურადღება არ მიიპყრონ. პირველი ტურ-პაკეტი მოგადიშოში 2012 წელს განხორცილედა, ერთი წლით ადრე ქალაქი "აფრიკული კავშირის" მიერ ალ-შაბაბის მებრძოლებისგან გათავისუფლდა. 571 5-ს მოსწონს
|