სხვა არის თუ არა იაპონელი მხატვრის ნახატი რასისტული ? 2015, 8 ოქტომბერი, 22:54 ერთი თვის წინ იაპონელმა მხატვარმა თავის Facebook პროფილზე გამოაქვეყნა სირიელი გოგონას მულტიპლიკაციური ფოტო
წარწერით : "მე მინდა უსაფრთხო და სუფთა ცხოვრება, გემრიელი და უფასო საკვები,
ლამაზად ჩაცმა და მდიდრულად ცხოვრება, სხვების ხარჯზე... ამიტომაც მე მაქვს
იდეა, მე გავხდები დევნილი"
![]() მის პოსტს მალევე მოჰყვა გამოხმაურება, შეიქნმა სპეციალური ჯგუფიც, რომელსაც 10, 000-ამდე ხელმომწერი ჰყავს, მათ გამოაქვეყნეს პეტიცია, მოწოდებით :"არ დავუშვათ რასიზმი!" ისინი მხატვრისგან ბოდიშის მოხდას მოთხოვენ და Facebook-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ დაბლოკონ აღნიშნული პოსტი, რადგან ის და შეურაწყოფს სირიელ ლტოლვილებს. იაპონური გამოცემის Japan Times- ის ცნობით, პეტიციის ავტორების მოწოდების მიუხედავად Facebook-ს აღნიშნული პოსტი არ დაუბლოკავს, თუმცა სურათის ავტორმა თავად წაშალა საკუთარი გვერდიდან. სურათის ავტორის, ტოშიკო ჰასუნის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ამ პეტიციას აწერენ ხელს მემარცხენე ძალები არიან და უკვე დიდი ხანია მის საქმიანობასთან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულა აქვთ. იგი ამბობს, რომ ეს ნახატი და წარწერა არ გამოუქვეყნებია კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის ან რასის დასამცირებლად, თუმცა აღიარებს რომ ამ ნახატის შექმნა 6 წლის სირიელი გოგონას ფოტომ შთააგონა, რომელიც ფოტოგრაფმა ჯონათან ჰიამსმა ლიბანის ლტოლვილთა ბანაკში გადაიღო. ტოშიკო ჰასუნი: მე არ ვუარყობ, რომ რეალურად მართლაც არსებობენ უმწეო და გაჭირვებული ლტოვილები, მე ვუარყობ იმ ყალბ"დევნილებს" რომლებიც თითქოს მსხვერპლნი არიან და ცდილობენ სარგებელის მიღებას, სხვების ხარჯზე. ![]() ![]() 93 3-ს მოსწონს
|