ყველაზე ცნობილი ჰოლივუდის ბერბიჭა და მექალთანე ლეონარდო დიკაპრიო ქორწინდება.40 წლის მსახიობმა ხელი სთხოვა თავის ბოლოდროინდელ გატაცებას, 25 წლის ამერიკელ სუპერმოდელს კელი რორბახს.
წყვილმა სულ რაღაც 4 თვის წინ გაიცნო ერთმანეთი, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ რომანტიული სადილის დროს ჰოლივუდის ცნობილ ვარსკვლავს ხელი ეთხოვა მოდელისთვის, იუწყება ამერიკული გამოცემა "OK!".
![ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი მექალთანე
როგორც იქნა დაინიშნა! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510080939126227.jpg)
-ლეომ განაცხადა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება მასთან სურს გაატაროს, კელი შოკირებული გახლდათ, -ირწმუნება ინსაიდერი-დიკაპრიომ გაიმეორა, რომ ნამდვილად სურს მასზე დაქორწინება, შემდეგ წყვილმა ნაზად აკოცა ერთმანეთს.
![ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი მექალთანე
როგორც იქნა დაინიშნა! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510080919086227.jpg)
როდის შედგება ქორწილი უცნობია.
-ჯერჯერობით განიხილავენ ამ თემას, -აცხადებენ მსახიობის მეგობრები, -ჯერ ყველაფერი დასაგეგმია.
მაინც ვინ არის კელი? ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ გოგონა მორიგი ქარაფშუტა ქერათმიანი ამერიკელია, თუმცა არც მასეა საქმე:გრძელფეხება ლამაზმანი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია იურიდიული განხრით, ამასთანავე გოგონა საკმაოდ წარმატებულია სპორტშიც, -ბრწყინვალედ თამაშობს გოლფს.
![ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი მექალთანე
როგორც იქნა დაინიშნა! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510080935406227.jpg)
-კელი ძალიან ჭკვიანია და ლეოსთვის მასთან ურთიერთობა ძალზე საინტერესოა, იგი აღფრთოვანებულია კელის ინტელექტით, -აცხადებს მსახიობის ერთ-ერთი მეგობარი-ამასთანავე ისინი ერთობლივად იზიარებენ გარემოს დაცვის და გლობალური დათბობის პრობლემებს.ამასთანავე კელი ძალიან მოსწონს ლეოს დედას.
ქორწილის წინ, როგორც ნებისმიერი შეძლებული ადამიანი ლეო დადებს საქორწინო ხელშეკრულებას გაყრის შემთხვევაში, თუმცა დარწმუნებულები ვართ საქმე გაყრამდე არ მივა, მათ არა აქვს ქონება გასაყოფი.
![ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი მექალთანე
როგორც იქნა დაინიშნა! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/201510080937276227.jpg)