ქალი და მამაკაცი კიმ კარდაშიანმა 14 წლის ასაკში დაკარგა ქალწულობა მაიკლ ჯექსონის ნათესავთან 2015, 8 ოქტომბერი, 9:01 ![]() მოდელმა ახლახან თაყვანისცემლებს მოუთხრო თუ როგორ დაკარგა ქალწულობა 14 წლის ასაკში, სხვათა შორის დედასთან კონსულტაციის შემდეგ. კიმის პირველი კაცი გახდა მისივე ბავშვობის მეგობარი, ტი ჯეი ჯექსონი, იგივე TJ -მაიკლ ჯექსონის ძმის შვილი, უფროსი ძმის ტიტოს შვილი. სანამ ქალწულობას დაკარგავდა კიმი ტის 12 წლის ასაკიდან ხვდებოდა. როგორც მოდელი იხსენებს, 14 წლიანი იუბილე ჯექსონის ცნობილ "Neverland"-ში აღნიშნა. -იქ იყო სპილოები, მაიმუნები კომბინიზონებში და ყველანაირი ატრაქციონი-იხსენებს კიმი. ![]() -15 წლისაც არ ვიყავი, როდესაც განვუცხადე, რომ პირველად მინდა სექსით დავკავდე-აღიარა კიმმა-დედაჩემი ლიბერალური ქალია და ღიად შეიძლება მასთან საუბარი ნებისმიერ თემაზე.დედამ მიპასუხა:"ოკ, მაშინ ტაბლეტებზე დაგსვამთ, რომ არ დაფეხმძიმდე." ტი ჯეი ჯექსონმაც დაადასტურა, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა კიმ კარდაშიანთან. -მე კიმი მაშინ გავიცანი, როდესაც დედა გარდამეცვალა, მათ ოჯახთან ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს. ![]() ამასობაში კი 34 წლის მოდელი მეორე ბავშვს ელოდება, მისი ფეხმძიმობის შესახებ 1 ივლისს გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს იგი ცოლად გაჰყვა რეპერ კენი უესტს, ამავე წელს წყვილს ეყოლა პირველი გოგონა-ნორტ ვესტი. ![]() 2738 7-ს მოსწონს
|