x
image
beko777
Mediator image
საქველმოქმედო საღამო Public Coffee-ში
image4 ოქტომბერს კაფეების ქსელ Public Coffee-ს პეკინის ქუჩის ფილიალში პატარა მუსიკალური, საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომლის ორგანიზატორი - მსგავსი სახის აქციების მოწყობაში უკვე გამოცდილი ახალგაზრდა ქალბატონი თათია გოგილაშვილი იყო, მისი განცხადებით - მსგავსი სახის, თუნდაც მცირე მასშტაბების ღონისძიებები, თავის საქმეს მაინც აკეთებს და შესაბამისად მცირედით მაინც ეხმარება მათ, ვინც ამის საჭიროებას განიცდის.


ამჯერად ღონისძიების ორგანიზატორები სამი პატარა ადამიანისთვის გაისარჯნენ - ლუკა ლომიძე 12 წლისაა, ბავშვთა ცერებრალური დამბლა სპასტიური ტეტრაპარეზი, ფსიქო-მოტორული გავნვთარების შეფერხება, თანდაყოლილი ეტლით მოსარგებლეა, მარჯვენა მხრივი ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა, შერეული ასტიგმატიზი (ორივე თვალის სიელმე) და მეტყველების ზოგადი მოშლილობა ახასიათებს, - ის ერთადერთი იყო რომელმაც საღამოზე დასწრება მოახერხა და როგორც აღმოჩნდა - ძალიან კმაყოფილი იყო იმ გამოჩენილი ყურადღებით, რომელსაც მის მიმართ ორგანიზატორები და განსაკუთრებით საღამოს წამყვანი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე იჩენდნენ.


imageმეორე პატარაც 12 წლისაა - ვასიკო კადენეცი, რომლის დიაგნოზია - ცერებრალური დამბლა კვადრიპლეგია ეპილეპსია, უსინათლო. 4 ტყუპის ცალია, დედას-ვერონიკას სამი ტყუპი ბიჭი ერთი კვირის განმავლობაში მიყოლებით დაეღუპა. ვასუნას გაკეთებული აქვს 7 ოპერაცია თვალებზე ლენინგრადში და მოსკოვში. თუმცა უშედეგოდ. ვასუნა ვერ დადის, ვერ ხედავს, ვერ ლაპარაკობს და თავიც ვერ უჭირავს. ვერც ზის და ვერც იკვებება თავისით. მხოლოდ სუნთქავს ყველაფერს დედის დახმარებით აკეთებს. ვასუნას ესაჭიროება მუდმივად ყოველ მესამე თვეს რეაბილიტაცია. რებაილიტაცია, რომ არ ჩაუტარდეს ჩაეკეტება სახსრები, დაეწყება საშინელი ტკივილები და სხეული მიიღებს დეფორმაციას. მუდმივად სჭირდება მასაჟების კურსი


მესამე პატარა კი, სულ რაღაც 1 წლისაა - მეგი სუსუნიაშვილი. სოციალურად დაუცველი. ოჯახის ყველა წევრი უმუშევარი სოციალურად დაუცველობის თანხას ვერ იღებენ... გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავალი არ აქვთ ბავშვი ხშირად მშიერია. ესაჭიროება მასაჟები, წონაში იმაზე პატარაა როგორც უნდა იყოს 1 წლის ბავშვი. ოჯახში საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი არ აქვთ...



საღამოს ორგანიზებაში თათიას გევრდში ედგნენ - ონლაინ შეკვეთებისა და საკურიერო მომსახურების კომპანია Maxline მაღაზიების ქსელი Bebe +, მედიაპორტალი gogaggg.com და საიტი Mosawvevebi.ge და მუსიკალური გაფორმება კი - გოჩა ჭაბუკაიძეს, მიშო არაბიძეს, ნიკა ესაკიას და ია ტომაშს ეკუთვნოდათ, რომლებსაც თავი არ დაუზოგავთ და დამსრე საზოგადოებისთვისაც და განსაკუთრებით კი 12 წლის ლუკა ლომიძის გასახარებლად ენერგია არ დაუშურებიათ.

imageimageimageimageimageimageimageimage







0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0