x
image
K.P.
"თქვენ რომ არ მოგწონდათ და ნერვებს გიშლიდათ, იმიტომ დახურეს"-ვინ გაანაწყენა ინგა გრიგოლია

image
პოპულარული ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ყველასათვის ცნობადი სახეა. ბოლო დროს სოიალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ახალ-ახალი პოსტებით გვანებივრებს. რამდენიმე კვირის წინ ინგას საავტორო და საკმაოდ პოპულარული გადაცემა "რეაქცია" დახურეს. მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"გადაცემის დახურვის დღიდან ბევრ პოსტს წავაწყდი ასეთს - "სულ არ მომწონდა ეგ თოქ-შოუები და სულ არ ვუყურებდი, მაგრამ რატომ გაბედეს და დახურეს, საინფორმაციო სივრცეს ახშობენ ამითო". ხოდა იცით რა, ამ ხელისუფლების მოძულენო და თან ვითომ თავისუფალი სიტყვის დამცველებო, თქვენი გემოვნების დასაკმაყოფლებლად დახურეს, თქვენ რომ არ მოგწონდათ და ნერვებს გიშლიდათ, იმიტომ დახურეს და ტყუილად ნუ ლანძღავთ ხელისუფლებას... აი, ამ თქვენი პოსტებით, რომ თურმე არ უყურებდით, საშინელება იყო, მაგრამ რატომ დახურეს" - ყველაზე მეტად აპრავებთ დახურვის გადაწყვეტილებას. აი, თქვენნაირ ტიპებს მილიონჯერ მირჩევნია ხელისუფლების მეხოტბე ის ხალხი, ვინც ამბობს, ძალიან კარგი ქნეს, რომ დახურესო და არ ტიპობენ სიტყვის თავისუფლების სახელით.... p.s. - ამ ჩემს პოსტს კონკრეტული ადრესატები ჰყავს... და კიდევ უფრო შორსაც წავიდოდი ჩემს სათქმელში, რომ არა ერთი რაღაც.... შეფარულ და მიხვეულ-მოხვეულ ვითომ მხარდაჭერას, ყოველთვის ღია კრიტიკა და მოწინააღმდეგე მირჩევნია... ხოდა ტყუილად ნუღა მომიწვევთ ნუღარასდროს თქვენს მედია - შეხვედრებსა და განხილვებზე, ემუქრება თუ არა სიტყვის თავისუფლებას საფრთხე. მაგრად არ გაინტერესებთ თქვენ ეს თემები... კარგად ბრძანდებოდეთ"-წერს ინგა სოციალურ ქსელში. image

0
122
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0