x
image
K.P.
მაია ასათიანის მწვავე პასუხი ია ფარულავას: "არავისი საქმე არ არის, მყავს თუ არა გვერდით მამაკაცი"

image
რამდენიმე კვირის წინ ია ფარულავამ სოციალურ ქსელში საკმაოდ კრიტიკული პოსტი გაავრცელა, რომელშიც პოპულარულ ქართულ გადაცემებს აკრიტიკებდა. მსახიობის მტკიცებით, ეს სტატია გახლდათ, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო აღარ დაიბეჭდა. იამ ყველაზე მეტად მაია ასათიანი და მისი სავტორო გადაცემა "პროფილი" გააკრიტიკა.

"რაც ვერაფერი დააკლო "პროფილს" მეგაპროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავები", ჯაჯანიძემ დედა უტირა. იმასაც ამბობდნენ მავანნი და მავანნი, რომ ეს დროებითია და რომ მაიას სუპერპროფესიონალიზმი და უდიდესი ჟურნალისტური სკოლა თავისას იზამს და "პროფილი" ისევ ლიდერი იქნებაო. მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ მაიკო გადაიღალა. ერთხელ გულიც კი წასვლია "რუსთავი 2"-ს ბუფეტში. გამოსახულებაზეც ეტყობოდა, რომ დალასლასებს და ჩვეული ღიმილის ნიღბის უკან, მაგარი გადაღლილი და დასუსტებული ქალი იმალება. ვინმე კარგი კაციც დაამშვენებდა მაიკოს. რატომაც არა? კი დაამშვენებდა, მაგრამ ნეტა, სადღა არიან პრინცები და რაინდები ამ ქალაქში, ისეთები, რომლებიც გაუძლებენ მაიას დიდების შარავანდედს (შონ პენმა ხომ ვერ გაუძლო მადონასას). თუმცა ეს სულ სხვა თემააა…."-წერდა ფარულავა.image

მწვავე კრიტიკითვე უპასუხა ფარულავას მაია ასათიანმაც:"ყველა ადამიანს აქვს თავისი ღირსება და ამბობს იმას, რის უფლებასაც საკუთარი ღირსება აძლევს. სიმართლე გითხრათ, ადამიანებისგან აღარაფერი მიკვირს, იმდენ ცუდს შევხვედრივარ ცხოვრებაში. ერთი რისი თქმაც მინდა, ისაა, რომ გადაცემა, რომელსაც მე ვამზადებ, ყველაზე რეიტინგული ქართული არაპოლიტიკური თოქ-შოუა. ორი თვის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო "რუსთავი 2"-ის სასადილოში ნამდვილად დავკარგე გონება... ძალიან გამიხარდებოდა, იმ რთულ დღეებში, როდესაც საავადმყოფოში ვიწექი, იას ჩემთვის დაერეკა და მოვეკითხე. ალბათ ეს იქნებოდა კოლეგის მხრიდან უფრო კარგი საქციელი. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მის აფიშირებას არ ვახდენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება არ მაქვს. არავისი საქმე არ არის, მყავს თუ არა გვერდით მამაკაცი. თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი გადაცემის რეიტინგი, ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ მომენტში შემიძლია ვუჩვენო. დაბოლოს, ხანდახან, მძიმე შრომის გამო საოცრად ვიღლები." მაია ახალ სეზონს შეცვლილი გარეგნობითა და ახალი შემართებით შეხვდა.image

1
1913
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1913
  
2017, 21 ივნისი, 3:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1