x
image
ციცი
Mediator image
თინა მახარაძე-"საწოლში, ადრე რომ ბებიასთან ერთად გეძინა და ახლა შენს შეყვარებულს ფეხები არ ეტევა..."

image
სკანდალური გამონათქვამებით ცნობილ მსახიობს და წამყვანს თინა მახარაძეს ბავშვობის ნოსტალგია შემოაწვა, მოგონებებმა შორს წაიყვანა და ასეთი სენტიმენტალური სტატუსი გამოაქვეყნა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


"ყველაზე ხელშესახებია დრო ბავშვობის სახლში - ოთახში, ათი-თხუთმეტი წლის წინ რომ უზარმაზარი იყო და ახლა თვალსა და ხელ შუა გეპატარავება, საწოლში, ადრე რომ ბებიასთან ერთად გეძინა და ახლა შენს შეყვარებულს ფეხები არ ეტევა, ჩაის ძველ ჭიქასა და სარძევეზე, სუნამოს ცარიელ ფლაკონზე, კარადაში დარჩენილ პერანგზე, ბაბუაჩემის სუნი, რომ ეგრე მძაფრად შეინახა, როცა თვითონ ბაბუა აღარ არის, მსხლებზე და პანტებზე, ისევ ისე რომ არიან, როგორც იყვნენ, "ქოლდფლეიზე", ტუჩებზე "ბლესკის" მითხაპნის დროს, რომ ფონად იყო ჩართული, როცა ახლა ჟანა მოროსა და ბარბარას ვუსმენთ და "ვისკონტიდან ინარიტუმდე" ენას არ ვაჩერებთ. ყველაზე სენტიმენტალურია დრო წერაქვიდან თბილისამდე გზაზე, როცა სოფლებში ისევ ისეა გადღაბნილი წარწერა "საკომისიო მაღაზია" და უკან მოტოვებულ ვოლგებს, ისევ კრის მარტინი ყვება ცოტა სურდოიანი ხმით:
"Home, home where I wanted to go
Home, home where I wanted to go" ."

თინას მიერ სტატუსში ნახსენები შეყვარებული კი, რომელსაც მის საწოლში ფეხები არ ეტევა, მაღალი და სიმპატიური, დიმუ მენაბდეა, თინას რიგიტ მეორე შეყვარებული. დიმუ და თინა უკვე ნახევარი წელია რაც ერთად არიან და თავს ბედნიერად გრძნობენ.

imageimage

0
1193
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0