იაპონელების, ჩინელებისა და კორეელების ერთმანეთისგან გარჩევას ნამდვილად განსაკუთრებული ნიჭი უნდა. ერთმანეთის ამოცნობა ზოგჯერ თავადაც კი უჭირთ. სტატიაში შევეცდებით გავარკვიოთ რომელი კონკრეტული ნიშნების მიხედვით შეიძლება ამ სამი აზიელი ერის წარმომადგენელთა ერთმანეთისგან განსხვავება.
ჩინელები მრავალეთნიკური ერია - ჩინეთში ცხოვრობს 56-ზე მეტი ეთნოსის წარმომადგენელი, რომელთაგან ზოგიერთი სულაც არ ჰგავს ჩინელების იმ ტიპს, რომლებიც ჩვენს წარმოდგენაში გვაქვს. მაგალითად, უიგურები უფრო ტაჯიკებს გვანან. ამიტომ, ჩინური ფენოტიპის რომელიმე განსაზღვრული ტიპის გამოყოფა თითქმის შეუძლებელია.
პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ ჩინელებისა და კორეელების მიგრაციის არაერთი ტალღა გადაუტანია იაპონიის კუნძულებსაც. ამიტომ ისტორიის მანძილზე ფენოტიპი აქაც ცვლილებას განიცდიდა.
თუმცა მაინც შეიძლება ზოგიერთი განმასხვავებელი ნიშნის გამოყოფა.
ფიზიკური ნიშნები
მაგალითად, ითვლება რომ იაპონელთა სახე წამოწეული და ოვალურია, ცხვირი მეტად გამოკვეთილია, თვალები დიდი და ფართო ჭრილის მქონეა. ასევე მიიჩნევა, რომ იაპონლებს უფრო დიდი თავები აქვთ.
იაპონელი ქალები ხშირად ხმარობენ კანის გამაღიავებელს და მაკიაჟში ღია ფერის ტონებს. ითვლება, რომ იაპონელებს აზიელებს შორის ყველაზე ღია ფერის კანი აქვთ.
იაპონელებისგან განსხვავებით ჩინელები ნაკლებად იყენებენ კოსმეტიკას. მათ მოცემული სამი ერიდან ყველაზე მუქი კანი აქვთ. ჩინელების სახე უფრო მრგვალია, ვიდრე იაპონლებისა და კორეელების, ყვრიმალები კი უფრო ფართე.
კორეელებს უფრო ბრტყელი სახე აქვთ, მაღალი, კვადრატული ყვრიმალებით და თხელი ცხვირით.
ჩინელებისა და იაპონელების ხატოვანი განსხვავების ხერხიც არსეობს: ამბობენ, რომ ჩინელები კატებს გვანან, იაპონელები კი - თევზებს.
ქცევა
ამ სამ ეროვნებას შორის ყველაზე ხმაურიანი და იმპულსიური ჩინელები არიან. მათი საუბრის მანერა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვის, როგორც წესი, გამაღიზიანებელია, არ გამოირჩევიან ზრდილობით და ხშირად იფურთხებიან საზოგადოებრივ ადგილებში. იაპონელები პირიქით, უკიდურესად თავშეკავებულები და დელიკატურები არიან, ამიტომ იაპონიაში, როგორც წესი, საზოგადოებრივ ადგილებშიც კი სიჩუმეა.
ჩაცმის სტილი
კარდინალური განსხვავებაა იაპონელების, ჩინელებისა და კორეელების ჩაცმის სტილში. იაპონელები უფრო ხშირად წამყვანი ბრენდების ტანისამოსს ატარებენ და კარგი გემოვნებით გამოირჩევიან. ჩინელები კი მათგან სრულიად განსხვავდებიან და სილამაზის თავისებური, სხვებისთვის გაუგებარი აღქმა აქვთ. ჩინელ ქალს ხშირად შეიძლება შეხვდეთ ქუჩაში პიჟამოთი, იაპონელი კი ამას არასოდეს გააკეთებს. ჩინელი მამაკაცები ხშირად დადიან იაფფასიანი სპორტული ტანსაცმლით, იაპონელები კი, თუ მაინცდამაინც სპორტულ ტანსაცმელზე მიდგა საქმე, მხოლოდ ბრენდულ სამოსს ჩაიცმევენ.
კორეელები ჩაცმის სტილით სადღაც შუაში არიან: უსწრებენ ჩინელებს, მაგრამ ჯერ ვერ დაეწივნენ იაპონელებს.
პლასტიკა
დაბოლოს, კორეელთან ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშნად ხშირად გვევლინება "გაკეთებული", თოჯინის მსგავსი სახეები. პლასტიკური ქირურგია კორეაში ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. სტატისტიკის მიხედვით სამხრეთ კორეა მსოფლიოში პირველ ადგილზეა პლასტიკური ოპერაციების მოხედვით. ეს ეხება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. ასე რომ, თუ ხედავთ ეტალონური, ცოტა არაბუნებრივი აზიური სილამაზის სახეს, თქვენს წინ სავარაუდოდ კორეელი დგას.