სხვა თუ არ გინდათ, რომ ცხოვრება ამაოდ გაატაროთ, ეს უნდა წაიკითხოთ 2015, 28 სექტემბერი, 20:21 ერთხელ, ერთი მდიდარი ადამიანი, გაემგზავრა ევროპაში სამოგზაუროდ. როდესაც ბრიტანეთში ჩავიდა, აეროპორტში იყიდა ციხე-სიმაგრეების ტურისტული გზამკვლევი. მისი ყურადღება, ამ ბროშურაში განთავსებულმა ერთმა განცხადებამ მიიქცია. «შენი ცხოვრების ექსკურსია» - ასე იწყებოდა ერთ-ერთი ციხე-სიმაგრის სარეკლამო ბლოკი. რომელშიც ასევე ნათქვამი იყო, რომ იქ ჩასვლამდე, საექსკურსიო მომსახურების თანხის გადახდა საჭირო არ იყო და თუ რატომ, ამას ტურისტს ადგილზე აუხსნიდნენ. ტურისტული ობიექტის დასათვალიერებლად, მხოლოდ ვიზიტის დროის წინასწარ შეთანხმება იყო საჭირო. ამ უჩვეულო წინადადებით მაშინვე დაინტერესდა ჩვენი გმირი. გადარეკა მითითებულ ნომერზე და ვიზიტის დეტალები შეათანხმა. ადგილზე ჩასულს, კარებთან, კილტში გამოწყობილი მამაკაცი დახვდა. მისალმების შემდეგ მან იკითხა: — დანარჩენები? ციხის დათვალიერება ინდივიდუალურია, ჩვენ არა გვყავს გიდი. მოყოლა რომ დაასრულა, მან სტუმარს კოვზი მისცა და სთხოვა მოღუნული ნაწილით, ზემოთ დაეჭირა. — ჩვენ არ ვიღებთ ფულს შესვლის წინ. ხოლო ექსკურსიის ღირებულება ასე ფასდება: თქვენს კოვზს ქვიშით გავავსებთ, სულ 100 გრამი იქნება და თქვენ დამოუკიდებლად დაათვალიერებთ ციხეს. როდესაც დაბრუნდებით, ჩვენ ავწონით კოვზში დარჩენილ ქვიშას და ყოველ დაკარგულ გრამზე, 1 ფუნტს ავიღებთ... — და მე თუ არ დავაბნევ ქვიშას? აბჯრის დარბაზს გვერდი აუარა, რადგან ქარს შეეძლო დაბერვა და ქვიშის გადმოყრა. ის პირდაპირ ქვევით დაეშვა. როდესაც საბრძოლო იარაღს მიუახლოვდა, მიხვდა რომ თუ მათი დათვალიერება ახლოდან მოუნდებოდა, მოაჯირებზე უნდა გადაყუდებულიყო. ეს სახიფათო არ იყო, მაგრამ ქვიშა დაებნეოდა. იგივე მოტივით, მან შორიდან შეავლო თვალი საბრძოლო იარაღებს და წამების ოთახს და თავისი სიმარჯვით კმაყოფილი, ისევ იმ ადგილზე მივიდა, საიდანაც ექსკურსია დაიწყო. იქ მას ისევ ის კაცი ელოდებოდა, სასწორით ხელში. მან გადმოყარა კოვზიდან ქვიშა და აწონა. — საკვირველია, მაგრამ თქვენ მხოლოდ ნახევარი გრამი დაკარგეთ, — უთხრა მან. — გილოცავთ, ეს ვიზიტი თქვენთვის უფასოა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, ტურისტმა უპასუხა: — რა საშინელებაა! იცით, მე თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებ. მე ისევ ავავსებ თქვენს კოვზს, რადგან ასეთია წესი. მაგრამ, ამჯერად, დაივიწყეთ ქვიშის შესახებ. თქვენ 12 წუთი გაქვთ შემდეგი დამთვალიერებლის მოსვლამდე. სტუმარმა სასწრაფოდ მოკიდა ხელი კოვზს და ანტრისოლზე გაიქცა, სადაც უცებ თვალი შეავლო იქ განლაგებულ ექსპონატებს, შემდეგ შურდულივით დაეშვა მიწისქვეშა ციხეში, მაგრამ დათვალიერების დრო აღარ იყო. ზევით-ქვევით სირბილში, მან მთელი ქვიშა დააბნია და 11 წუთის შემდეგ, ის ციხიდან გამოვიდა, ისე რომ იარაღის დათვალიერება ვერ მოასწრო. — ქვიშის გარეშე… დიახ… ნუ ღელავთ, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ. ამჯერად? მოგეწონათ ექსკურსია? — არა, — უპასუხა მან, როგორც იქნა. — მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ არ დამეგვიანა და ქვიშაც სულ დავაბნიე. 400 4-ს მოსწონს
|