საქართველო გივი სიხარულიძე დიდ სკანდალში გაეხვა: "რუსეთის გარდა ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს" 2015, 27 სექტემბერი, 18:25
მსახიობის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. იყვნენ ისეთები, რომლებიც ბატონ გივის ეთანხმებოდნენ, მეორენი კი ქვეყნის მოღალატედ რაცხავდნენ. დღეს სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა, ამიტომაც საზოგადოება რუსულ-ქართული ურთიერთობების მიმართ მეტად მგრძნობიარე გახდა. "მე მეზიზღება ჟირინოვსკის რუსეთი, თუმცა ძალიან მიყვარს და სანუკვარი რამაა პუშკინის, ლერმონტოვის და ჩეხოვის რუსეთი და საერთოდაც, რუსი ხალხი მიყვარს. მე ნახევრად რუსი ვარ, დედა მყავდა რუსი და როგორ შეიძლება რუსები არ მიყვარდნენ?!"- განმარტავს ბატონი გივი ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბრისას. იმ ხალხს კი რომლებიც მსახიობს პირფერობასი ადანაშაულებს ასე პასუხობს: "ვინც ასე აღიქვა გადაეცით გივი სიხარულიძემ შემოგითვალათ - შეგეც*თ ყველასო! ძალიან გთხოვთ, პირდაპირ ასე დაწეროთ. მე უბრალო რუსი ხალხი მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ მათ." 498 5-ს მოსწონს 1-ს არა
|