საზოგადოება ანუკი არეშიძე: "ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე..." 2015, 27 სექტემბერი, 14:09 მოდელი და დიზაინერი, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. დღეს სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა და ანუკისთვის ეს დღე განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება. "მართალია ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ დედის ემოცია, როდესაც იხსენებს სოხუმის დაცემას უდიდეს ემოციებს იწვევს ჩემში. ჩემი უფროსი ძმა ჩვილი იყო როდესაც მამამ დედას სთხოვა საჭირო ნივთები გაემზადებინა, რადგან ის ომში მიდიოდა. მიზეზი ძალიან მარტივი იყო. ქვეყნის ერთიანობა. სამი ბიჭი მეზრდება და როცა ისინი გაიზრდებიან აუცილებლად მკითხავენ: თუ რა გავაკეთე მე ქვეყნისთვის როცა მას უჭირდა?- ან ვუპასუხებ რომ ყველაფერი, ან იქ დავრჩები. მამაჩემს ომში დედაჩემის ორივე ძმა გაჰყვა. ბაბუაჩემი კი ჯარისკაცებს თბილ ტანსაცმელს და საჭმელს უგზავნიდა. ბიჭიკოც წავიდოდა ომში, ასაკს რომ შეეწყო ხელი. მართალია მე სოხუმში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე... მამა 2 კვირა დაკარგული იყო. თუმცა ღვთის წყალობით ის დაბრუნდა, დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი. დღეს ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობს და ომის კადრებსაც ვერ უყურებს. მისმა ბიჭებმა კი იციან, რომ სახლშიი ნამდვილი ჯარისკაცი ჰყავთ, რომელმაც ყველაზე ბოლოს დატოვა სოხუმი"-წერს ანუკი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ დიზაინერსა და მინისტრს სამი ვაჟი ჰყავს, ლევანი, კახა და ვაჩე. ერთმანეთი წლების წინ იტალიაში გაიცნეს. დამწყები მოდელი კახის ჩააბარეს, ყურადღება მიაქციეო... წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია, თუმცა ამას მათი ურთიერთობისათვის ხელი არ შეუშლია. 188 4-ს მოსწონს
|