მიმოხილვა გაოცებული მძღოლი,რომელიც 170 კმ/სთ-ში მიმავალ მცირელიტრაჟიან "ოკას" მისდევდა(ვიდეო) 2015, 27 სექტემბერი, 9:09 ავტომოყვარულები გააოცა ინტერნეტით გამოქვეყნებულმა ვიდეომ, რომელიც კემეროვო-ლენინსკ-კუზნეცკის ავტომაგისტრალზე მოხვდა.
შემთხვევა 21 სექტემბერს გადაიღო ავტომობილიდან მძღოლმა, რომელიც მცირელიტრაჟიან საბჭოთა "ოკას" მისდევდა და შემდეგ ვიდეო ინტერნეტში განათავსა. ვიდეოს ავტორის განცხადებით საჭესთან იჯდა ქალი. "გაცოფებული ტაბურეტი მიჰქრის კემეროვო-ლენინსკ-კუზნეცკის მაგისტრალზე, კემეროვოს მიმართულებით, ავტომობილში ზის ორი ქერათმიანი ქალი, დაახლოებით იქნებიან ასე 40 წლამდე, რამდენიმე წუთი მივსდევდი, უკან BMW X6-იც ჩამოვიტოვეთ, დიდხანს ვერ ვეწეოდი, შემდეგ როგორც იქნა სიჩქარე შეანელეს..." აღსანიშნავია, რომ "რბოლის" დროს წვიმიანი ამინდი იყო, ამ დროს დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-შია. 756 7-ს მოსწონს
|