საზოგადოება "რატომ ვუწოდე წუწკი ჩემს მიერ ქვეყნის მამად წოდებულს"-ნანუკა ჟორჟოლიანი ბრალდებებს პასუხობს 2015, 26 სექტემბერი, 19:27 ნანუკა ჟორჟოლიანის ბოლო გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და მას წუწკი უწოდა. მომხდარს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნანუკას 2011 წელს ჩაწერილი გადაცემა გაუხსენეს, სადაც ის ივანიშვილს ქვეყნის მამად მოიხსენიებს. ტელეწამყვანი აფერისტობაში დაადანაშაულეს. ამ ყველაფერს ნანუკა ეხმაურება და საკუთარ საქციელს განმარტავს: "დაისვა შემდეგი კითხვა. რატომ ვუწოდე წუწკი ჩემს მიერ (2011 წელს) ქვეყნის მამად წოდებულს. წუწკს იმერეთში ეძახიან ადამინებს, რომლებსაც ფულის ხარჯვა ენანებათ. ახლა დასვამთ კითხვას, ბიძინას ენანება ფულის ხარჯვაო?! 2012 წლის შემდეგ, ანუ, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდა მე, მის მიერ დახარჯული ფული არ მინახავს. რას დაპირდა ხალხს გავიხსენოთ. იაფ კრედიტს, ელექტროენერგიის გაიაფებას, ლარი ბენზინიდან ნაცების ჯიბეში მიდისო და შესაბამისად, ლარით საწვავი უნდა გაიაფებულიყო. პენსიის გაზრდას, ნუ სოლარიუმებზე აღარაფერს ვამბობ. არც იმაზე 30.000 ოჯახს სოციალური დახმარება რომ მოუხსნეს და შიმშილით იხოცებიან. მეტი აღარ დამისვათ კითხვა "ქვეყნის მამაზე" მგონი გასაგებად ავხსენი როგორ გადაიქცა წუწკად ის. P.s. 2012 წლამდე ფულს ერთადერთი მიზეზის გამო ხარჯავდა, ხელისუფლებაში რომ მოსულიყო. სხვათაშორის ამოიღო უკვე. მაინც, რომ იცოდეთ" რამდენიმე დღის წინ ნანუკამ ქმართან დაშორების შესახებ გვამცნო. როგორც ირკვევა ის და ირაკლი კოდუა მეგობრებად დარჩნენ. 627 4-ს მოსწონს
|