x
image
natia.a
6 რჩევა Wi-Fi სიგნალის გასაძლიერებლად - ეს უნდა ვიცოდეთ!
image

რაც უფრო შორს დგას რიუტერისგან მოწყობილობა, მით სუსტია Wi-Fi სიგნალი! ამ მარტივ ჭეშმარიტებას ხშირად ივიწყებენ, როცა სახლში ინტერნეტის სიჩქარის შენელებაზე წუწუნებენ. თუ გსურთ, რომ სახლში ინტერნეტმა უკეთ იმუშავოს, გაეცანით პრაქტიკულ რჩევებს Wi-Fi ტალღების გასაძლიერებლად და დაივიწყეთ ვებ-გვერდების შენელებულ ჩატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემა.


1. მოათავსეთ სახლის ცენტრში


მარშრუტიზატორი, რომელიც Wi-Fi-ს არიგებს, უნდა იდგეს ბინის ცენტრში. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეში მოხვდება.

2. ასწიეთ როუტერი მაღლა

არასოდეს დადოთ როუტერი იატაკზე - ამ შემთხვევაში ტალღების დიდი ნაწილი ქვედა სართულის მეზობლებთან „გაგეპარებათ“. მოწყობილობისათვის საუკეთესო ადგილი არის კედელზე, რაც შეიძლება ახლოს ჭერთან. ეს ხელს შეუწყობს სიგნალის გაძლიერებას.

3. მოაშორეთ ტექნიკა

ტექნიკა რომელიც როუტერთან ახლოს დევს, ასუსტებს სიგნალს. ტელევიზორი ან კომპიუტერი არ უნდა იდოს მარშრუტიზატორთან ახლოს.
image

4. ატრიალეთ ანტენები

თუ როუტერს ორი ანტენა აქვს, დააყენეთ ერთი ვერტიკალურად, მეორე ჰორიზონტალურად. ამგვარად სიგნალი ყველაზე კარგად გადაეცემა. მოსინჯეთ მარშრუტიზატორზე ანტენის სხვადასხვა პოზიციები და თავად განსაზღვრეთ თუ რომელი მდებარეობაა უფრო ოპტიმალური კარგი სიგნალისთვის.


5. მოაშორეთ როუტერს მეტალის საგნები


მეტალი ძალიან ძლიერად ფანტავს ელექტრომაგნიტური ველის ენერგიას. ამიტომ მეტალის საგნები როუტერისგან შორს უნდა იყოს.




6. Wi-Fi სიგნალის რუქა

არსებობს სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც გიჩვენებთ თქვენს ბინაში სიგნალის გავრცელების რუქას. ამ პროგრამის დაყენება საშუალებას მოგცემთ მიხვდეთ, სად ჯობია როუტერის დადგმა და რატომ არის, რომ ზოგიერთადგილებში საერთოდ არ არის სიგნალი.



















0
2305
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0