x
image
K.P.
რას ამბობს ირაკლი კოდუას ყოფილი ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანზე?! "მე კოდუები არაფერში მეხმარებიან"

image
ნანუკა ჟორჟოლიანისა და ირაკლი კოდუას წყვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მათი სიყვარული დაახლოებით ცხრა წელს ითვლის, ბევრი სირთულე გადალახეს, თუმცა ურთიერთობა მაინც დაინგრა. ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცვნეს, როდესაც ირაკლის ოჯახი ჰყავდა. ირაკლი დიდხანს ყოყმანობდა მიეტოვებინა თუ არა შვილები და მეუღლე, რამდენჯერმე მან ნანუკაც კი მიატოვა, რათა კიდევ ერთხელ ეცადა ძველი ურთიერთობების შენარჩუნება.

მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო და ირაკლი კოდუას მეორე ოჯახიც დაენგრა. მას და ნანუკას ერთი ვაჟი, საბა კოდუა ჰყავთ. "უბრალოდ მივხვდით, რომ აღარ გვაქვს ის პირადი, რაღაცნაირი ემოციური ურთიერთობები, თავგადასავალი. ყველა თავგადასავალი ოდესმე სრულდება. ჩვენი თავგადასავალი ასე დასრულდა"-ასე განმარტა ნანუკამ მეუღლესთან დაშორების მიზეზები.image

ირაკლი კოდუას პირველი მეუღლე ნინო ენუქიძე გახლდათ. წყვილს შვილი აკავშირებდა.ნინო ფინანსურად დამოუკიდებელი ქალბატონია. ის სალონ "ბაგატელის" და საჩხერის რაიონში "ყრუთა კავშირის" დამფუძნებელია. ინტერნეტსივრცე მისმა ერთი წლის წინანდელმა ინტერვიუმ მოიცვა, რომელშიც ირაკლი კოდუას შესახებ საუბრობს. "მე კოდუები არაფერში მეხმარებიან. ბავშვებს მამა ეხმარება. ჩემი შვილები იმ ასაკში არიან, რომ მამასთან ურთიერთობას თავად ახარხებენ. როგორც ასეთი, ოფიციალურ ალიმენტს, ერეკლე არ იხდის. ჩვენი ურთიერთობა ამ დონემდე არ მისულა. ეს ალბათ ჩემთვის შეურაცხმყოფელიც იქნებოდა…"–განაცხადა ქალბატონმა ნინომ. მას ნანუკა ჟორჟოლიანზე არანაირი რეაქცია არ აქვს, ზოგადად ტელევიზორის ჩასართავადაც იშვიათად იცლის. "არანაირი რეაქცია არ მაქვს ნანუკაზე. ალბათ, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ და ძირითადი საზრუნავი ჩემი შვილებია. მე ჩემი საქმე მაქვს"-ამტკიცებს ნინო ენუქიძე.image

1
894
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
894
  
2015, 25 სექტემბერი, 10:37
რატომ აკოპირებთ სტატიებს სხვადასხვა საიტებიდან?
0 1 1