ალბათ ყველა მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა საუბრის დროს თქვენი პატარა
შვილი მოდის, გექაჩებათ ტანსაცმელზე, გეწუწუნებათ და ყველანაირად ცდილობს საუბარი შეგაწყვეტინოთ. შედეგად თქვენ ნერვიულდებით, იძაბებით, ხშირ შემთხვევაში ბავშვს უხეშად მიმართავთ ან უყვირით, რაც, ცხადია პატარას ფსიქიკაზეც უარყოფითად აისახება.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ამ პრობლემის დაძლევის საინტერესო ხერხი აღმოვაჩინე, რომელზეც პატარა ბავშვების დედიკო საუბრობდა.
„ერთ დღეს ჩემს მეგობარს ვესტუმრე. ვიჯექით ოთახში და ვსაუბრობდით. უცებ მისი 3 წლის ბიჭუნა მიუახლოვდა და რაღაცის თქმა უნდოდა. მაგრამ იმის მაგივრად, რომ საუბარი ეწყვეტინებინა, ბავშვმა დედას უბრალოდ დაადო ხელი მაჯაზე და დაელოდა. პასუხად, ჩემმა მეგობარმაც დაადო ხელი ბავშვი ხელზე ისე, რომ ჩემთან საუბარი არ
შეუწყვეტია. როცა საუბრისას აზრი ჩაამთავრა, შებრუნდა ბავშვისკენ და თბილად ჰკითხა რა უნდოდა.
აღფრთოვანებული დავრჩი! ბავშვს უბრალოდ რამდენიმე წამი ლოდინი სჭირდებოდა, სანამ დედა აზრს ჩაამთავრებდა და მორჩა, ამის შემდეგ მშობლის ყურადღება მთლიანად მისკენ იყო მიპყრობილი.
სახლში დაბრუნებისას ამის შესახებ მეუღლეს ვუამბე და გადავწყვიტეთ ეს ტექნიკა ჩვენც გამოგვეყენებინა. ბავშვებს ავუხსენით, რომ თუ რაიმეს თქმა სურთ და ამ დროს ვინმე უკვე საუბრობს, საკმარისია, მხოლოდ ხელი დაგვადონ მაჯაზე და ცოტა ხნით დაგველოდონ.
სულ ცოტა დროში ბავშვები გადაეჩვივნენ უფროსებისთვის საუბრის შეწყვეტას. და რაც
მთავარია, უკვე აღარ არის საჭირო ისეთი უხეში ფრაზები, როგორიცაა „გაჩუმდი,
ლაპარაკში ნუ მეჩრები!“, „დამაცადე“, „ნუ მაწყვეტინებ“. საკმარისია უბრალოდ ხელის
ოდნავი შეხება." - ყვებოდა დედა.