ქალი და მამაკაცი ქალები, კაცები, საყვარლები და ჩაი 2015, 24 სექტემბერი, 8:57
ერთხელ, დიდ ჩინელ ფილოსოფოს კონფუცის (ძვ. წ. აღრ. 551 - 479), სტუმრად, იმ დროისთვის, ძალიან განათლებული ქალბატონი ეწვია და ერთი საკითხის გარკვევაში, დახმარება სთხოვა: — მითხარით, რატომ არის, რომ როდესაც ქალს ბევრი საყვარელი ჰყავს, მას ყველა კიცხავ და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს, ხოლო როდესაც კაცს ჰყავს ბევრი პარტნიორი ქალი, საზოგადოებაში მისი სტატუსი და ავტორიტეტი იზრდება. ვიდრე უპასუხებდა, კონფუციმ ჩაი მოადუღა და 6 ფინჯანში დაასხა. — მითხარი, — ჰკითხა მან ქალს, ამის შემდეგ — როდესაც ერთი ჩაიდნიდან 6 ფინჯანში ასხამენ, ეს ნორმალურია? — დიახ. — უპასუხა ქალმა. — აი, ხედავ! — ღიმილით უპასუხა ფილოსოფოსმა — ხოლო როდესაც ერთ ფინჯანში 6 ჩაიდნიდან ასხამენ, ეს არა მხოლოდ არანორმალურია, არამედ არაბუნებრივიც არის... 465 4-ს მოსწონს 1-ს არა
|